"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი გოგა ხაჩიძე, "რუსთავი2" ის სიუჟეტში გამოჩენილ პოლიციის მანქანასთან დაკავშირებით წერს, რომელსაც წარწერა აქვს დაზიანებული. ხაჩიძე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად მგზავრობის ისტორიასაც იხსენებს:
"ერთხელ ღამით, ვანოს გამოვყევი ბათუმიდან - თბილისში.
საჭესთან თვითონ იჯდა.
ეგრე უყვარდა, გამოჰყვებოდა ხოლმე გზას და ყველა საპატრულო განყოფილებაში შედიოდა.
ოფისებს ამოწმებდა, პატრულებს გამოჰკითხავდა, პრობლემებს ეკითხებოდა და ა.შ.
ერთგან პატრულის მანქანა შეგვხვდა, რომელსაც წარწერიდან ერთი ასო ახეული ჰქონდა.
ვიღაც თანამშრომელს გადაურეკა და ძალიან კონკრეტულად უთხრა: დღეიდან, პირადად შენ იქნები პასუხისმგებელი, რომ მთელ საქართველოში, პატრულის არცერთ მანქანაზე, პატრულის არცერთ ოფისზე დაზიანებული წარწერა, ან დაზიანებული ამოსაცნობი ნიშანი არ იქნება, თუ რამე დაზიანდება ან სასწრაფოდ გააკეთეთ, ან ეგეთი მანქანა გაკეთებამდე გარეთ არ გამოჩნდესო!
ამის შემდეგ სულ ვაკვირდებოდი და ერთხელაც აღარ შემხვედრია პატრულის მანქანა მსგავსი დაზიანებებით.
„პოლიკიის" ეს მანქანა დღევანდელი კურიერის სიუჟეტში გამოჩნდა (გაქცეული პატიმრის ძებნის ოპერაციაში მონაწილეობს) და ეს ამბავი გამახსენდა."- წერს გოგა ხაჩიძე.
მასალის გამოყენების პირობები






