დასავლეთი შიშობს, რომ საქართვლოს წინააღმდეგ რუსეთი „ჰიბრიდულ ომის“ ტაქტიკას გამოიყენებს.
ამის შესახებ "Gazeta.ru", ნატო-ს წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ნატო თბილისთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს. „უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ნატო აიძულა, საქართველოს საკითხს „სხვა კუთხით“ შეხედოს. ევროპის რიგ ქვეყნებში არსებობს შიში, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე შეიძლება საქაქრთველო გახდეს“ - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„2008 წელს, მედვედევმა განაცხადა ,რომ საქართველოსთან მშიდობიანი ურთიერთობა სურდა, ამის შემდეგ კი ომი დაიწყო. ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს , ვინ, ვის და როდის დაესხა თავს. მთავარია, რომ ამ ეტაპზე საქართველო ევროკავშირის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება“- ამბობს ალიანსის წარმომადგენელი. მისი თქმით, საქართველოს ტეროტორიაზე მცოცავი ანექსიის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, ნატო საქართველოს საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს გამოიჩენს.
ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობას. გაიხსნება ახალი სასწავლო ცენტრი, დაეხმარება ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დატრენინგებაში და გაუგზავნის სამხედრო მრჩევლებს - აცხადებს ნატოს წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები






