,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელი შეუწყო პუტინის პროპაგანდის ტირაჟირებას“ - ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
პოლიტიკა - 14:30, 04 Feb, 2015     1587
“თურქული ნაკადის” საკითხი

2014 წლის 1 დეკემბერს თურქეთში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი წყვეტდა გაზსადენ „სამხრეთი ნაკადის“ მშენებლობას, ვინაიდან ევროკავშირის ირიბი ზეწოლის გამო ბულგარეთი მიზანმიმართულად უშლიდა ხელს პროექტის რეალიზებას.

ამავე განცხადებაში ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად შესთავაზა თურქეთს, რომ „სამხრეთი ნაკადის“ ნაცვლად შავი ზღვის ფსკერის გავლით აშენდეს ე.წ. „თურქული ნაკადი“, რომელსაც, მისი თქმით, წლიურად 63 მლრდ მ3-ის გამტარუნარიანობა ექნება. შეთავაზება ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიაზე საბერძნეთის საზღვრის სიახლოვეს ბუნებრივი აირის ჰაბის მშენებლობას, საიდანაც შემდგომ ევროპის ქვეყნების მიმარაგება მოხდება.

პუტინის საჯარო შეთავაზებას თურქეთის პრეზიდენტმა არ უპასუხა. არც პუტინის ვიზიტის ფარგლებში და შემდგომ პერიოდში შემდგარა კონკრეტული შეთანხმება გაზსადენის მშენებლობის დაწყების თაობაზე.

შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, კრემლი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს „თურქული ნაკადის“ მშენებლობა გადაწყვეტილია. ვიზიტის შემდგომ, 8 დეკემბერს კომპანია Газпром-მა შექმნა შვილობილი კომპანია Газпром Русская, რომელსაც „თურქული ნაკადის“ მშენებლობა დაევალა.

14 იანვარს Газпром-ის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა წერილით მიმართა ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისიის ვიცე პრეზიდენტს, მაროშ შევცოვიჩს, და ამცნო, რომ რუსეთი უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტს მაშინვე შეწყვეტს, როგორც კი „თურქული ნაკადის“ მშენებლობა დასრულდება. მილერმა ევროკავშირს მოუწოდა, დაუყონებლივ დაიწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა შემდგომ თურქეთიდან ბუნებრივი აირის ტრანზიტი მოხდეს და ამგვარად თავიდან იქნას აცილებული კრიზისული ვითარების შექმნა.

27 იანვარს ალექსეი მილერმა უკვე საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით თურქეთთან შეთანხმებას ხელი 2015 წლის მეორე კვარტალში მოეწერება, ხოლო ბუნებრივი აირის პირველი ნაკადის გაშვება 2016 წლის დეკემბრისთვის მოხდება. მან პროექტის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თურქული ნაკადი“ პარალელურად განლაგებულ 4 მილსადენს გააერთიანებს, რომელთაგან თითოეულის გამტარუნარიანობა ყოველწლიურად 15.75 მლრდ მ3 იქნება.

„თურქული ნაკადის“ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა

თურქეთთან შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, „თურქულ ნაკადთან“ დაკავშირებით რუსული მხარის აქტიურობა იმ გარემოებით შეიძლება აიხსნას, რომ რუსეთის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს უკანასკნელი წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო მილსადენის ალტერნატივის შექმნა წარმოადგენს. შედეგად, რუსეთი იმედოვნებს, რომ ევროკავშირისთვის უკრაინის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას შეამცირებს და უკრაინაზე ზეწოლაც გაუადვილდება. ამავე მიზნებს შორისაა სამხრეთ კავკასიის გლობალური მნიშვნელობის ფაქტობრივი გაქრობა.

„თურქული ნაკადის“ განხორციელება სრულიად უპერსპექტივოა

საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად რუსეთს უმთავრესად თურქეთთან შეთანხმება სჭირდება, თუმცა ეს მხოლოდ ანკარას პოზიციაზე არ არის დამოკიდებული. ამ მასშტაბის ენერგოპროექტის წამოწყება თურქეთის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორების ცვლილების ტოლფასი იქნება, რაც ანკარას აშშ-სა და ევროკავშირზე დამოკიდებულების გამო პრაქტიკულად გამორიცხულია და ამას ერდოგანის დემონსტრაციული დუმილიც კარგად აჩვენებს.

ამიტომ, რუსეთი ცდილობს, ამ შეთავაზებით უშუალოდ ევროკავშირზე მოახდინოს ზეწოლა, რათა შემდგომ თავად ევროპულმა მხარემ დაუჭიროს მხარი „თურქული ნაკადის“ მშენებლობას.

ამ დროს, გარდა იმისა, რომ რუსული პროექტები თავად თურქეთის ტრადიციულ სტრატეგიულ ხედვებს დიამეტრალურად ეწინააღმდეგება, ევროკავშირი ღია ირონიით შეხვდა პუტინის ფანტაზიებს. მაგალითისთვის კმარა ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისიის ვიცე პრეზიდენტის, მაროშ შევცოვიჩის, შეფასება, რომელმაც პუტინის პროექტს „ეკონომიკური აბსურდი“ უწოდა.

“თურქული ნაკადი” და რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში

ამ აბსურდის ფონზე, კომიკურია იმ ქართული პოლიტიკური ჯგუფების ქცევა, რომლებიც პრო-რუსულად მოიაზრებიან. „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის, ინიციატივით 28 იანვარს თბილისში გაიმართა კონფერენცია თემაზე „რუსეთ-თურქეთის ახალი გაზსადენი და საქართველოს შესაძლო მონაწილეობა ამ პროექტში“. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ბათიაშვილი და პეტრე მამრაძე.

თავად კონფერენციის გამართვის ფაქტი ცალსახად უნდა მივიჩნიოთ ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებისა და ქართულ საინფორმაციო სივრცეში რუსეთის იმიჯის გაუმჯობესების მოღალატობრივ მცდელობად. კონფერენციის ფარგლებში მოხდა „თურქული ნაკადის“ მშენებლობის საკითხის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ისედაც არარსებულ პროექტში საქართველოს ჩართვის შანსი არსებობს. შესაბამისად, ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა სცადეს საინფორმაციო სივრცეში იმის წარმოჩენა, რომ თითქოს არსებობს საკითხები, სადაც შესაძლებელია რუსეთთან თანამშრომლობა და საქართველოს ინტერესების რეალიზება. ნინო ბურჯანაძემ რუსულ-თურქულ პროექტში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობის დადებით მხარეებზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტით ოკუპირებული აფხაზეთის საკითხშიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა. რეალურად, საზოგადოებას მოგვასმენინეს სრული ბოდვა ცნობადი სახეების შესრულებით, რაც სხვა არაფერია, თუ არა – დეზინფორმაციის ტირაჟირება.

სამწუხაროდ, მეხუთე კოლონა კარგად იყენებს ჟურნალისტების არაკომპეტენტურობას. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში საერთოდ არ იყო წარმოჩენილი საქმის ფაქტობრივი მდგომარეობა, არც ალტერნატიული აზრი გაჟღერებულა სადმე. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც მთელ საქართველოს ფარავს, ხელი შეუწყო პროპაგანდისტული მიზნებით ჩატარებული კონფერენციის მთავარი გზავნილების ტირაჟირებას.

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42