საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივას სპარალამენტო უმრავლესობა ეწინაააღმდგება.
"პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი. მათ შორის არის საგამოძიებო კომისიების შექმნა, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს იმ გახმაურებულ საქმეებზე და შეკვეთილ მკვლელობებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, სრული ქაოსია ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით გვჭირდება ძალიან დეტალური საპარლამენტო განხილვა. სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები ამ კომისიების შექმნის წინააღმდეგ გამოდიან", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






