"მედიას მოვუწოდებ , იმ ტოტს ნუ ჭრის რომელზეც ზის"- ქანთარია ტელევიზიებს აფრთხილებს
პოლიტიკა - 12:04, 04 Feb, 2015     3064
კულტურისა და განათლების კომიტეტის მოადგილე , დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია "გათამამებულ" ტელემედიას ურჩევს თავისუფლება შეიფეროს:
"დღეს ხელისუფლება არცერთ ტელეარხს არ ფლობს. მედიას მოვუწოდებ , იმ ტოტს ნუ ჭრის რომელზეც ზის. ეს თავისუფალი სივრცე შეირგონ, თორემ ამ თავისუფლების ალტერნატივა ისევ ტერორი და შევარდნებია! ჩვენ ამას არ ვიზამთ, მაგრამ პროცესი იქამდე მიდის, შესაძლოა ხალხში მოთხოვნა გაჩნდეს, მკაცრი ხელია საჭირო და ტელევიზიებს მიხედეთო.
ხალხში მოთხოვნა გაჩნდება, ხელისუფლება ხართ, ადექით და იმოქმედეთ, რომ ეს კამპანია შეაჩეროთ. ეს იმის საფუძველი იქნება, ამ ტალღაზე ახალი ჯგუფი მოვიდეს, რომელიც ამ მოთხოვნებს თავისასაც დაუმატებს და ტელევიზიებში შევარდება.
ვაფრთხილებ, შეირგოს ეს თავისუფალი სივრცე! ახლა ამ თავისუფლებისგან ისტერიკაში არიან.
ახლა ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მხოლოდ ნეგატივს აშუქებს. სურთ, ქვეყანაში ქაოტური მდგომარეობა შეიქმნას. ალბათ,ყველაზე უკეთ ნეგატიური ინფორმაცია იყიდება, თუმცა ბალანსი ხომ უნდა დაიცვან?!
ვამბობ, რომ ეს თავისუფლება უნდა შეიფერონ, რადგან ამის ალტერნატივა სწორედ ქაოსია, ხალხს თუ მათი გაჩერების მოთხოვნილება გაუჩნდება, შემდეგი ხელისუფლება ამ მოთხოვნას შეასრულებს."- აცხადებს ქანთარია.

წყარო "ვერსია"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42