შეწყალების კომიიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ლევან გაბუნიას ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გაწეულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ვერაფერს იხსენებს.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში თევდორაძე განმარტავს, მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ის პროკურორს პატიმრის გათავისუფლების თხოვნით ვერ მიმართავდა.
მისი თქმით, მას შეეძლო განცხადების საფუძველზე მიემართა პროკურატურისთვის, რომ საქმე ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული.
„ნამდვილად არ მახსოვს ის ფაქტი, რაც გაბუნიამ თქვა, რადგან ჩემთან უამრავი განცხადება შემოდიოდა სხვადასხვა დანაშაულებებზე. ამიტომ მე ნამდვილად არ შემიძლია კონკრეტულად ვისაუბრო გაბუნიას ბრალდებაზე. მოდით ესე ვთქვათ, რისი უფლება მქონდა მე დეპუტატს? მიმემართა განცხადების საფუძველზე პროკურატურისთვის და მეთხოვა, რომ გამოეძია საკითხი კანონიერად და სამართლიანად. სხვა უფლება არ მქონდა და ამაზე მეტს როგორ გავაკეთებდი. მე პაპუაშვილი საერთოდ არ ვიცი ვინ არის. თუ მის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა და მე მომმართეს, რომ გამოძიება არ მიდის კანონიერად, ამ განცხადებაზეც და სხვა მსგავს განცხადებაზეც რა თქმა უნდა მივმართავდი პროკურატურას, რომ საქმე ობიეტურად წარმართულიყო. თუ ზურა ვაზაგაშვილი იყო უკვე პატიმარი და საუბარი შეეხებოდა მის შეწყალებას, მე როგორც შეწყალების კომისიის წევრს, რეკომენდაციის ან შუამდგომლობის უფლება არ მქონდა“, - ამბობს ელენე თევდორაძე.
ის იური ვაზაგაშვილთან პირველ შეხვედრასაც იხსნებეს. თევდორაძის თქმით, ვაზაგაშვილების ოჯახითან პირველად ურთიერთობა კორტების სპეცოპერაციის შემდეგ ჰქონდა.
„თუმცა ბატონი იური ვაზაგაშვილი ჩემთან პირველად კომიტეტში იყო მაშინ, როცა მოხდა კორტების ტრაგედია. მეუღლესთან ერთად მოვიდა. პროკურატურა პროცედურულად უარს ეუბნეოდა მათ, რომ ყოფილიყვნენ ამ საქმეში მხარე. მე მაშინ ნამდვილად ვიყავი ადეიშვილთან და დავარწმუნე ის, რომ ეღიარებინა ვაზაგაშვილები როგორც მხარე. ამის შემდეგ ჩემთან მადლობის სათქმელად მოვიდნენ, რადგან პროკურატურამ მათ უფლება მისცა, რომ მხარე ყოფილიყვნენ. მანამდე არასდროს არ მინახია ეს ოჯახი“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბარში თევდორაძემ.
ლევან გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილმა ბექა პაპუაშვილის მკვლელობის დასაფარად მოკლა. მისი განმარტებით, შვილის გათავისუფლებისთვის იური ვაზაგაშვილმა 70 ათასი გადაიხადა, ხოლო მისი გათავისუფლების რეკომენდაცია ელენე თევდორაძემ გასცა.
მასალის გამოყენების პირობები






