ეკა ბესელია ლევან გაბუნიას ბრალდებით გაღიზიანდა და ,,რუსთავი 2“-ს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა
პოლიტიკა - 00:15, 04 Feb, 2015     8350
,,მე არ ვიცი მერამდენედ მოუკლეს შვილი ზურა ვაზაგაშვილის დედას და მერამდენედ მოკლეს ეხლა ერთი უდანაშაულო ადამიანი იური ვაზაგაშვილი, რადგან ის შეურაცხყოფები, რომელსაც ისმენდა ეხლა საზოგადოება, არის მძიმედ მოსასმენი“ - ეკა ბესელიამ ,,რუსთავი 2“-ის თოქშოუ ,,არჩევანში“ ლევან გაბუნიას სტუმრობა და ვაზაგაშვილების წინააღმდეგ მისი ბრალდებები გააპროტესტა და ,,რუსთავი 2“-ს საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

"არსებობს ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე მორალური ჩარჩოები არსებობს, რომელსაც გადაცემები და მედია უნდა ითვალისწინებდეს. მე ვიხდი თქვენს მაგივრად ბოდიშს. ვინმე არ უნდა მოიწვიოთ. არ შეიძლება, ყველაფერი გამოხატო ადამიანმა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფაქტები, რაზეც ლევან გაბუნია საუბრობდა, არის გამოსაძიებელი და ძალიან ბევრი კითხვაა ამ საქმეში. ბესელიამ პროკურატურას ამ საქმის შეწავლისკენ მოუწოდა.

"ზურაბ ვაზაგაშვილს ყველაფერს აბრალებდნენ, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა. ეს თუ ასე იყო, რატომ არ დააკავშირეს ეს ორი საქმე ერთმანეთთან? მოვუწოდებ პროკურატურას, შეისწავლოს ეს საქმე," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას ამ განცხადებაზე, წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დეპუტატს მიმართა, რომ ,,რუსთავის 2“-ის მაგივრად ნუ მოიხდიდა ბოდიშს, რადგან ლევან გაბუნია ისეთივე შვილმკვდარი მამაა, როგორიც იყო იური ვაზაგაშვილი.

"ქალბატონო ეკა, ნუ მოიხდით ჩვენს მაგივრად ბოდიშსს. მესმის, რომ მძიმეა ეს განცხადებები, მაგრამ ამ ადამიანმა მისი გარდაცვლილი შვილის საქმეზე ისაუბრა, ის ისეთივე შვილმკვდარი მამაა, როგორც იური ვაზაგაშვილი. ვაზაგაშვილების საქმე იმიტომ არის გახმაურებული, რომ ისინი ამაზე აქტიურად საუბრობდნენ. მე არ მესმის, რატომ არ უნდა მივცეთ ლევან გაბუნიას განცხადებების გაკეთების საშუალება და რატომ უნდა მოვიხადოთ ამის გულისთვის ბოდიში," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ბესელია მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი ილაპარაკო და ადამიანის სიცოცხლე ასე გააუფასურო.

,,მე არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ და მემგონი არც პორკურატურას“ - განაცხადა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42