აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა შეთანხმებული იქნება ქართულ მხარესთან.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა შეთანხმებული იქნება ქართულ მხარესთან, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. რაც შეეხება კონკრეტული პროექტების განხორციელებას, აღნიშნული უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზური მედიის ცნობით, საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობით დაინტერესდა.
მასალის გამოყენების პირობები






