საქართველოს მთავრობა USAID-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს
პოლიტიკა - 17:59, 03 Feb, 2015     1189
საქართველოს მთავრობა USAID-თან პროექტის - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) ფარგლებში თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს.

ხუთწლიანი პროექტის ბიუჯეტი 9 მილიონი დოლარია და მისი მიზანია საქართველოში მმართველობის სტრუქტურების გაუმჯობესება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტურობის ამაღლება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

GGI დაეხმარება ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, გაამყარებს კავშირს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მმართველობის ძირითად პროცესებში. „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს პარტნიორ სამთავრობო სტრუქტურებს, ასევე დაეხმარება მათ შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ტრენინგების ორგანიზებაში.

პროექტის დეტალებზე USAID-ის წარმომადგენლებმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოხარულია, რომ ახალი პროექტის დღის წესრიგი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს ემთხვევა და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტიური თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.

საქართველოს მთავრობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობდა პროგრამის - „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) ფარგლებში, რომელიც წარმატებით განხორციელდა. პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო - ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო დონეებზე დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული გამოწვევები და საჯარო კომუნიკაციის სივრცის შექმნა მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მათ მიერ არჩეულ მოხელეებთან, მედიასთან თუ პოლიტიკური პარტიების წევრებთან დიალოგისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42