პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლიტვის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
პოლიტიკა - 17:33, 03 Feb, 2015     1308
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დღეს ლიტვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებასაც. ლიტვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში ლიტვის ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერა. საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„ლიტვა არის ის სახელმწიფო, რომელმაც საკმაოდ ბევრი გააკეთა და ბევრს აკეთებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. ბუნებრივია, სრულიად გასაგებია ჩვენი მეგობრების ინტერესი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და მათი ნებისმიერი ვიზიტი ემსახურება როგორც გამოცდილების გაზიარებას, ისე საქართველოს მხარდაჭერას. მათ გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, გამოთქვეს მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, საქართველოს ევროპეიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რიგის სამიტზე კიდევ უფრო მეტი წარმატებებისთვის შევძლოთ ბრძოლა; მივაღწიოთ იმას, რომ, ერთი მხრივ, ქვეყნის პროგრესი ღირსეულად შეფასდეს, ხოლო, მეორე მხრივ, სერიოზული ბიძგი მიეცეს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42