"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა .
ბარამიძის განცხადებით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და ყველა სახელმწიფო უწყება სტრუქტურულ ნგრევას განიცდის.
მისი თქმით პოლიციის მაღალჩინოსნები არა საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან , არამედ გავლენის სფეროების გადანაწილებით არიან დაკავებულნი.
"განსაკუთრებით მტკივნეულია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესების თვალის დევნება, როგორ ხდება პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა, როგორ ხდება სხვადასხვა თანამდებობეზე მოკალათებული ადამიანების ნათესავების პარპაში და ეს ყველაფერი პოლიციის ეფექტიანობის შემცირების ხარჯზე ხდება.
ბუნებრივია ეს აისახება ქვეყანაში არსებულ გართულებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე. კერძოდ, ამ ბოლო დროს შემაშფოთებელი ფაქტები მოხდა რაზეც აბსოლუტურად არადეკვატური რეაგირება მოყვა ხელისუფლების მხრიდან. გიორგი ლომსაძის, ახალციხის საპატრულო პოლიციის უფრისის, განთავისუფლება მოჰყვა რომელსაც პირდაპირ იარაღით ემუქრებოდა პოლკოვნიკი ზურაბ ბერიკაშილი.
ყველაფერი ეს დაგვირგვინდა იმით რომ ვიღაცის ზარით ეს ადამიანი გაანთავისუფლეს. ყველამ ვიხილეთ ცნობილი სკანდალი, ყუშიტაშვილის ზარი ცინარიძესთან. ასევე ვიხილეთ როგორი ცინიზმით აღსავსე პოზიცია წარმოაჩინა ხელისუფლებამ. ჯერ ადასტურებენ რომ იცნობენ ერთმანეთს და ამის შემდეგ, დღესაც, ეს ადამიანი აგრძელებს მუშაობას. შსს-ს რიგებში სერიოზული პრობლემებია.
ქვეყანაში რთული კრიმინიგონური ვითრებაა სწორედ იმის გამო რომ პოლიციის მაღალჩინოსნები ემსახურებიან არა საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ გავლენის სფეროების გადანაწილებით არიან დაკავებულნი და ივანიშვილის კაპრიზებს ასრულებენ. ძალიან სახიფათო პროცესები მიმდინარეობს, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.
ეს არის ინსტიტუტები, რომელიც უნდა ემსახუროს ჩვენს სახლემწიფოს და დაიცვას ჩვენი საზოგადოების მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჯანსაღ ძალას ვისაც აქვს უნარი გააცნობიეროს ეს ვითარება თავისი ძალისხმევა მიმართოს იმისკენ რომ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პროცესი შევაჩეროთ და ქვეყანა წავიყვანოთ სწორი მიმართულებით ძველი პოზიტიური თუ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით ქვეყანა წავიყვანოთ წინ და არა უკან". - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






