"ჩიორაც და გიორგიც საკმაოდ თავხედი ახალგაზრდები არიან..."- გუგული მაღრაძე
პოლიტიკა - 14:02, 03 Feb, 2015     4085

"ქართული ოცნების" წევრი გუგული მაღრაძე ევროპარლამენტში ქართული დელეგაციის შიდა სამზარეულოზე საუბრობს და აცხადებს , რომ "ნაციონალები" ევროპარლამენტში თავისი მუშაობით ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ:

„ნაციონალებს“ „ევროპის სახალხო პარტიაში“ ჰყავთ ერთგული ბირთვი, დაახლოებით 30 კაციანი. 2013 წელს ჩვენც გავაკეთეთ განაცხადი, მაგრამ „ევროპის სახალხო პარტიაში“ არ მიგვიღეს, უარი გვითხრეს. როგორც იცით, „ნაცმოძრაობა“ ადრე გახდა წევრი. როცა ჩვენ გავიმარჯვეთ და პირველი დელეგაცია ევრო საბჭოში ჩავიდა, გაკეთდა განაცხადი. იქ ინდივიდუალურიდაც შეიძლება გაწევრიანება, მაგალითად, მე „სოციალისტებში“ ვარ გაწევრიანებული. ეკა ბესელიას უნდოდა „სახალხო პარტიაში“, მაგრამ უარი უთხრეს.

რაღაცები მიკიბ-მოკიბეს, საქართველოდან „ნაცმოძრაობა“ უკვე გვყავსო. ესენი წლების განმავლობაში თანამშრომლობენ, აქ ჩამოჰყავთ, ყველანაირად „შეკერილი“ ჰყავთ ეს ხალხი. იქ არიან დეპუტატები, რომლებსაც არაფერი არ აინტერესებთ. გარდა იმისსა, ჩიორაც და გიორგიც საკმაოდ თავხედი ახალგაზრდები არიან, შეუძლიათ, დაუსხდნენ გვერდზე, ელაპარაკონ, ტვინი ამოუღონ. ჩვენ ასეთი რაღაცეები გვიჭირს, ერთხელ ვეტყვით, ორჯერ და მერე თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

„ნაცმოძრაობა“ ჩვენ კი არა, ქვეყანას ებრძვის. ისინი არიან ქართული სახელმწიფოს მტრები! უნდა ვიმუშაოთ უნდა გადავფაროთ. მაგათ ჰყავთ პირადი პატივნაცემი მეგობრები. ევროპარლამენტში არიან ახალი წევრებიც და სწორედ მათთან უნდა ვიმუშაოთ. ის 30 კაცი უკვე ისე ჰყავთ „შეკერილი“, მაგათ ვეღარაფერს ვუშველით. დანარჩენები უნდა ჩამოვიყვანოთ, ვაჩვენოთ რეალობა, დავაინტერესოთ და ასე შემდეგ.

ჩვენ სადეპუტატო დანამატი გვაქვს 20 ევრო და ვინმე ყავაზე რომ დაპატიჟო, ისიც იქიდან უნდა გადაიხადო. კონტაქტები და მათი ჩამოყვანა მაინც საჭიროა.

ჩვენც კი გვყავს მომხრეები ევროპარლამენტში, მაგრამ რატომღაც პასიურები არიან, საქართველო ძალიან არ აინტერესებთ, ყველას თავისი პრობლემები აწუხებს.

საქართველოს საკითხები უფრო აინტერესებთ ბალტიისპირელებს, პოლონელებს, შვედებს და სხვა ყოფილი სოციალისტური ქვეყნების წარმომადგენლებს. იტალიელებს, პორტუგალიელებსა და ასეთი ქვეყნების დეპუტატებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რა ხდება საქართველოში. „ნაციონალებს“ ყოველთვის ვეუბნები, შიგნით რამდენიც გინდათ, ვიჩხუბოთ, გარეთ საქმეს რატომ აფუჭებთ-მეთქი? ერთი სომხები და აზერბაიჯანელები კინკლაობენ, მეორე - ჩვენ. არ არისებობს სხდომა, არ გამოვიდეს რომელიმე „ნაციონალი“ და არ დაიწყოს რაღაც პროვოკაციული ლაპარაკი. ჩვენც იძულებული ვხდებით, ვუპასუხოთ. ხშირად გვეუბნებია, ასე ქვეყანას აზიანებთ, თქვენი პრობლემები შიგნით მოაგროვეთ, გარეთ ნუ გამოგაქვთო".- აცხადებს გუგული მაღრაძე



წყარო "ალია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42