ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნის ფაქტს ეხმაურება.
"რით ვერ გაიგო ამ მთავრობამ, რომ ღირსების აღდგენაზე ჟინმორეულ საზოგადოებას ვიღაც ფირცხალავების და თუნდაც მერაბიშვილ-უგულავების დაჭერით ვერ დააპურებ. ერთადერთით მხოლოდ, მიშას გამოკეტვით სატუსაღოში. იმიტომ, რომ არც უგულავა, არც ახალაია, მითუმეტეს არც ფირცხალავა არ არიან იმ რეფორმების სიმბოლო, რომლებიც გატარდა 2003 წლიდან. რამდენად წარმატებულად გატარდა ეს მეორე საკითხია. მთავ
არია, რომ ამ ხალხს არ უნდა რეფორმები, არ უნდა პროგრესი და მათ ავტორად კი მიშა აღიქმება.
ერთადერთი რაც მაინტერესებს, ჰიპოთეტიურად, ვთქვათ და მიშა დაიჭირეს, ე მერე რაღა ჯანდაბას აპირებენ? აღდგება ერთიანად ღირსება? გამყარდება ლარი? აგუგუნდება ქარხნები და ფაბრიკები და სოფლად გაორმაგდება მოსავალი? არაფერიც არ შეიცვლება! და მერე ვის დააბრალებთ თქვენს უნიათობას?", - წერს სოციალურ ქსელში გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






