იმედია უუნარო პრკურატურას ეს საქმე თავზე არ ჩამოეშლება - პეტრიაშვილი
პოლიტიკა - 17:43, 02 Feb, 2015     1943
პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა გახსნილია და ეს მისასალმებელია და იმედს გამოთქვამს, რომ მტკიცებულებები არის უტყუარი და ეს საქმეცი ისე არ ჩამოიშლება, როგორც სხვა დანარჩენი საქმეები.

მისი თქმით არის ძალიან ბევრი კითხვა, რომლზეც პროკურატურას პასუხი არ აქვს და ამ კითხვებს აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაეჩეს პასუხები.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა გახსნილია და ეს ნამდვილად მისასალმებელია. იმედი მინდა გმოვთქვა, რომ მტკიცებულებები არის უტყუარი და არ ჩამოიშლება ეს საქმე სასამართლოში, ისე როგორც სხვა გახმაურებული საქმეები ამ დრომდე ჩამოეშალა უუნარო პროკურატურას.

მეორე აქვე მინდა ავღნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე გახსნილად გამოცხადდა, არის ძალიან სერიოზული შეკითხვები, რატომ ამ დრომდე არ მოხდა ამ ყველაფრის გამოძიება?!... სამწუხაროა, რომ ამ საქმის გახსნის კატალიზატორად იქცა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული მკვლელობა და დღემდე რჩება კითხვა პასუხგაუცემელი მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა პირებმა დატოვეს თანამდებობები. ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? ვინ აფარებდა ხელს იმ კონკრეტულ ადამიანებს რომლებიც წლების განმავლობაში 2012 წლის მერე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.

რა თქმა უნდა ხელისუფლება ამ საქმის გახსნით ვერ გაექცევა და ვერ აირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება, მის მიერვე გამოცხადებული ყველაზე დიდი გამოწვევის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნისგან.

მიუხედავად ჩვენი უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულებისა პროკურატურისადმი საზოგადოების ინტერესი და თითოეული ჩვენთაგანის ინტერესი არის ძალიან მაღალი და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ იქნება შესაძლებელი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნა უმოკლეს დროში.

ამასთანავე არ შემიძლია ხაზგასმით არ ავღნიშნო, რომ ამ გახმაურებული საქმის გამოძიებას დასჭირდა წლები, ეს ადამიანები მუშაობდნენ მაღალ თანამდებობებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში და აქვე შევახსენებ საზოგადოებას იმ ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან თვეების მანძილზე, იქნან აყვანილი მძევლად, პოლიტიკური ანგარიშწორების და პოლიტიკური კამპანიის „ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ“ წარმართული კამპანიის მიზნით. ამიტომ პროკურატურის საქმინაობა მაინც ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს“. - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42