დედაქალაქის მერი „პანორამა თბილისის“ პროექტზე საუბრობს აცხადებს, რომ მისი აშენების შემთხვევაში გზებზე მოძრაობა არ გადაიტვირთება, რადგან გაკეთდება ალტერნატიული გზები, რომელთა პროექტებიც უკვე არსებობს.
ასავე ნარმანია აღნიშნავს, რომ მისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ხალხის დასაქმება, ტურისტების მოზიდვა და ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია.
„20-მდე კვლევაა გაკეთებული სხვადასხვა ხასიათის ამ პროექტთან დაკავშირებით. ის რაც ერთ-ერთ საკითხად ისმევა, რომ თითქოს პანორამა თბილისის აშენების შემთხვევაში სატრანსპორტო ნაკადი კიდევ უფრო მეტად გაიჭედება ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში, ჩვენ ამაზე პასუხი გვაქ. უკვე მზად არის და პროექტირება გამოცხადდება ალტერნატიული გზის, ანუ პარალელური გზა აშენდება. ჩემთვის როგორც ქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია, მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმება და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტის განხორციელებას გრძელვადიანი თვალსაზრისით მოყვება ტურისტები“ განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






