"თუ ე.წ. "კონტროლკებზეა" საუბარი, მესამე პირი როგორ გადარჩა?"
პოლიტიკა - 14:58, 02 Feb, 2015     4094

ე.წ. სპეცოპერაციის საქმეზე ირაკლი ფირცხალავასთვის ბრალის წაყენებას მისი ადვოკატი დავით ხაჟალია ეხმაურება.

როგორც ხაჟალიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, პროკურატურას ბრალის დამტკიცება გაუჭირდება.

„ეს არის მხოლოდ პროკურატურის ვარაუდი, მაგრამ ეს იმდენად უნიჭო ვარაუდია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარმოდგენა პროკურატურას ძალიან გაუჭირდება, ვერ შეძლებს. თუ ირაკლი ფირცხალავამ რაიმე გადაწყვიტა, შენიღბა და ორგანიზება გაუკეთა და ეს არავის არ გაანდო, მაშინ გამოდის, რომ პროკურატურას მხოლოდ ვარაუდი აქვს. ეს ერთი. მეორე, თუ ფირცხალავას ხუბულოვის ნეიტრალიზაცია ჰქონდა ჩაფიქრებული, ამას როგორმე სხვა მეთოდებითაც მოახერხებდნენ და ამხელა სპეცოპერაციას არ ჩატარდებოდა“, - აცხადებს ხაჟალია.

მისი თქმით, პროკურატურის ბრალეულობაში ბევრი კითხვები არსებობს, რომელიც პასუხის გაცემას საჭიროებს.

„თუ ფირცხალავამ საკონტროლო გასროლები გააკეთა და ლიკვიდაციები გაუკეთეს პიროვნებებს, მაშინ ერთ-ერთი პიროვნება როგორ დარჩა ცოცხალი. თუ ე.წ. „კონტროლკებზე“ იქნებოდა საუბარი, მაშინ ამ ერთსაც გაუკეთებდნენ ლიკიდაცია. ეს კითხვები ლოგიკურია. ის, რომ 150 მოწმე დაიკითხა, არ ნიშნავს, რომ ესენი ვინმეს ბრალეულობას ადასტურებენ. უნდა ვნახოთ ეს მოწმეები“, - განაცხადა ხაჟალიამ.

"ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია.

„ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი:

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა;

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე;

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე;

შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი;

სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42