ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პროკურატურის მიერ 11 ყოფილი სამართალდამცავის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს რომ ეს სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დააზარალებს:
"თავად სპეცოპერაციაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი - საქმის მასალებს არ ვიცნობ.
ერთი რაც უკვე ცნობილ გარემოებებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ძალიან ჰგავს ბიძინა ივანიშვილის ახირების დასაკმაყოფილებლად გამართულ სპექტაკლს.
პროკურატურის განცხადება, რომ ხუბულოვმა ფირცხალავას ძმა "დააბეზღა", ფირცხალავამ ამის გამო სამი კაცი მოკლა შუა ქალაქში და ამ საქმეში მისი 11 (ან უფრო მეტი) კოლეგა გარია, ხუთკუნჭულას ისტორიას გავს დამაჯერებლობის ხარისხით.
ვიცი ისიც, რომ პოლიციაში პროკურატურის ამ ვერსიის არ ჯერათ.
თუ ჩემი შთაბეჭდილება მართალია, შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ყველაზე მეტად ეს სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დააზარალებს."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






