ეს არის დარტყმა პოლიციაზე, რომელსაც სისტემა ვერ გადაიტანს- თარგამაძე
პოლიტიკა - 14:07, 02 Feb, 2015     1495
გივი თარგამაძემ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე ყოფილი პოლიციელების დაკავებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. თარგამაძის თქმით, ხელისუფლებამ დადგა სპექტაკლი იმისთვის, რომ საკუთარი უნიათობა გადაფაროს.

"დღეს ფაქტიურად დილიდან ხორციელდება წინასარ გამოცხადებული დაკავებების ქრონიკა. ხაზგასმით მინდა ავღნიშნრო რომ ეს გადაწყვეტილებები იმ დღესვე იყო მიღებული როდესაც მიხვდნენ რომ ვერ გახსნიან იური ვაზაგაშვილის მკვლელობას. იმისთვის რომ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ გადაფარონ დადგეს ეს სპექტაკლი, რომელიც საბოლოო ჯამში არამხოლოდ ამ ადამიანების ოჯახებს დააზარელებს, არამედ საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანაში პოლიციურ სისტემას. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს თვეების მანძილზე და ეს ფაქტიურად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დასკვნითი აქტი როდესაც აკავებენ ადამიანებს, დამსხურებულ პოლიციელებს, რომლებიც დღეების მანძილზე აცხადებდნენ რომ არსად მიდიოდნენ, ვერ განახორციელებენ მოწმეებზე ზეწოლას რადგან აღარ მუშაობენ იმ სტრუქტურებში და ითანამშრომლებენ პოლიციასთან. ჯერ კიდევ გუშინ ღამით აპირებდნენ რაღაც სპეცეფექტებით მათ დაკავებას, მაგრამ მათ თქვეს რომ მზად არიან და მივიდნენ საგამოძიებო სტრუქტრებში, ეს ღამეს არ განხორციელდა. დღეს დილიდან მაინც ჩამოუარეს სახლებში და დააკავეს, მიუხედავად იმისა რომ თითოეული მათგანი მზად იყო გამოძახებისთანავე მისულიყო საგამოძიები სტრუქტურაში. ასევე ხორციელდება შეტევა სპეცრაზმის თანამშრომელზე. მათი უმეტესობა ჯერ კიდევ გუშინ მოქმედი თანამშრომელი იყო, გუშინ დააწერინეს პატაკები სისტემიდან წასვლაზე და დღეს დააკავეს. დაახლოებით 5 სპეცრაზმელია დაკავებული. სპეცრაზმის ხელმძღვანელი კახა ნაკანი,მისი მოადგილე, სპეცრაზმის თანამშრომლები. მათ აკავებენ იმის გამო რომ თავის დროზე შეასრულეს თავიანთ მოვალეობა. ეს არის ბირთვი პოლიციის, მათ შორის მოქმედი პოლიციისას. ეს არის დარტყმა, რომელსაც სისტემა უბრალოდ ვეღარ გადაიტანს. ეს ყველაფერი კი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ გადაფარონ საკუთარი უნიათობა, რომ ვერ ხსნიან იური ვაზაგაშვილის მკვლელობას. ეს მიუძღვნეს იური ვაზაგაშილის დაბადების დღეს, რომელიც 9 თებერვალს არის და გარკვეული მსხვერპლ შეწრივის რიტუალი ჩაატარეს. რამდენი რამ უნდა შეწიროს ამ ქვეყნის სისტემის ნაწილებიდან ბიძნა ივანიშვილმა კიდევ საკუთარი ძალაუფლების გახანრგძლივებას ეს არის საკითხავი. მაგრამ ამ ადამიანებს ვარწმუნებ რომ ეფექტი იქნება სრულიად საწინააღმდეგო იმისა რასაც ისინი ელიან. პოლიცია არის ერთიანი სტრუქტურა, რასაც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა დღევანდელი ხელისუფლება. ის ყველა ასეთ შემოტევაზე რეაგირებს ერთიანად. აქამდე თუ უბრალოდ მოტივაცია დაკარგული იყო თითოეული პოლიციელი ახალი ხელმძღვანელობის მათ მიერ დამოკიდებულების გამო, დღეს ისინი იქნებიან შეკრულები ასე ვთქვათ თავდაცვითი ღონისძიებებისთვის და ყველაზე სამწუხაროა, რომ მათ უწევთ საკითარი თავსი დაცვა ქვეყნის ხელისუფლებისგან. ეს არის სისტემური კატასტროფა",-განაცხადა გივი თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42