განათლების ახალი სტრატეგია - ტუტორების ინსტიტუტი და სოციალური გარანტიები პედაგოგებს
პოლიტიკა - 13:28, 02 Feb, 2015     4634
განათლების ახალი სტრატეგია, რომელიც სასკოლო განათლების საფუძველი უნდა გახდეს - ,,რეფორმატორთა კლუბი“ საერთაშორისო ექსპერტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად რამდენიმე თვეა მუშაობს ახალ პროექტზე, რომლის საბოლოო ვარიანტი 15 თებერვლისთვის უკვე მზად იქნება. განათლების პლატფორმა ექსპეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი პროგრამის შემადგენელი ნაწილია და ის გარკვეულწილად ეფუძნება და იზიარებს იმ იდეებს, რომელიც კახა ბენდუქიძეს განათლებასთან დაკავშირებით ჰქონდა ჩამოყალიბებული.

განათლების ახალ სტრატეგიასა და მის მთავარ საკითხებზე ,,ნიუპოსტს“ დიმიტრი შაშკინი ესაუბრა, რომელიც ახალი პროგრამის ერთ-ერთი თანამონაწილეა.

_სტრატეგია დაიწერა, და მასში მონაწილეობდნენ ექსპერტები, როგორც ქართველები ასევე საერთაშორისო, პედაგოგები, პროფესორები. ეხლა მიდის ამ სტრატეგიის შემოწმება ფოკუს ჯგუფებში და 15 თებერვლისთვის უკვე დაიდება. მე ამ ეტაპზე შემიძლია დაგისახელოთ 5 მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ეხება სასკოლო განათლებას.

პირველი არის ის, რომ აუცილებლად უნდა დაინერგოს საქართველოში ,,ტუტორების“ ინსტიტუტი, ეს არის ინგისური ტერმინი, რომელიც ნიშნავს აღმზრდელს, ისინი მუშაობენ ბავშვის აღზრდაზე მასწაველბელთან ერთად. საქართველოში რამდენიმე სკოლაში ეს დაინერგა და ძალიან წარმატებულად მუშაობს.

_ეს არის ფსიქოლოგი თუ მას აქვს კიდევ დამატებითი ფუნქცია?

_არა, ეს არ არის ფსიქოლოგი და კარგია, რომ აღნიშნეთ. ტუტორის მსგავსი სკოლაში არის კლასის დამრიგებელი, მაგრამ ტუტორის საქმიანობაში, კლასის დამრიგებლის მოვალეობის შედის 100%-დან 15-20%. ტუტორებთან ერთად წყვილში მოდის ჩვენი წინადადება, რომ აუცილებლად, საჯარო სკოლებში, კლასებში ბავშვების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ამის გაკეთებას მეც ვაპირებდი და ვერ მოვასწარით.

_რა რაოდენობაა ყველაზე ოპტიმალური?

_20 ბავშვი. უნდა გაიხსნას მეტი პარალელური კლასი და გადანაწილდეს. ამის კანონპროექტიც გვქონდა მზად და 20 ბავშვამდე უნდა დაგვეწია რაოდენობა. ჩვენი წინადადება არის, რომ ყველა კლასს ჰყავდეს თავისი ტუტორი, აღმზრდელი. ჩვენ ჩამოვიტანეთ გარკვეული წინადადებები, საერთაშორისო ექსპერტებიც მზად არიან, რომ ამ საქმეში ჩაერთონ.

_კონკრეტულად რა შედის მაინც აღმზრდელის ფუნქციაში?

_აღმზრდელი არის პედაგოგი, რომელიც ბავშვს ეხმარება ყველა საკითხში და იცის ყველა ბავშვის პრობლემა, ესწრება ყველა გაკვეთილს, აქვს ცოდნა, რომ დაეხმაროს ბავშვს პირველიდან მეექვსე კლასის საფეხურებზე, ეს პერიოდი არის ძალიან მნიშნელოვანი. თუკი ბავშვი ჩამორჩა, ან ვერ გაიგო რაღაც, ეს არის ადამიმანი, რომელიც ზის ყველა გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად.

_რომელ კლასებში იქნება ეს გათვალისწინებული?

_ყველა კლასში. მარტივი არის, რომ 20 ბავშვი შეისწავლო. კლასის დამრიგებელს აქვს თავისი გაკვეთილები, ის არ ესწრება ყველა გაკვეთილს, ეს არის აღმზრდელი, უყურებს რა პოტენციალი აქვს ბავშვს, მშობლებთან მუდმივ კონტაქტშია, ანუ ეს არის მრჩეველი და ჩათვალეთ, რომ თქვენს შვილს სკოლაში ეყოლება უფროსი მრჩეველი.

_თუმცა ტუტორებს შესაბამისი მომზადებაც ჭირდება, ეს ხომ გარკვეულ მიდგომებს მოითხოვს?

_რა თქმა უნდა, მომზადება მათი დროს წაიღებს, ასეთი პროფესიონალები ჩვენ არ გვყავს. დღეს მსოფლიოში იდება დიდი ინვესტიცია ამ მიმართულებით. ესენი ბუნებრივია არიან პედაგოგები, მათ იციან საგანმანათლებლო პროცესი, მაგრამ ის შეიძლება იყოს ფართო უმაღლესი განათლების. მაგრამ ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე ადამიანს პედაგოგიური არ უნდა ჰქონდეს აუცილებლად დამთავრებული, თვქენ თუ მასწავლებლის სერტიფიკატს მიიღებთ, შეიძლება იყოთ ფიზიკოსი, მაგრამ მასწავლებლად მუშაობდეთ.

ანუ პირველი ორი საკითხი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ეს არის კლასების რაოდენობის შემცირება და ტუტორების ინსტიტუტი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლასის რაოდენობას. მე პირადად დიდი ხანი ვსწავლობდი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კლასში რაოდენობას - რაც უფრო მაღალია რაოდენობა, მით დაბალია ბავშვის აკადემიური მოსწრება. 20 არის ჩვენი ქვეყნისთვის ფინანსური თვალსაზრისით ყევლაზე ოპტიმალური, კარგია 10 რომ იყოს, მაგრამ ფინანსურად რთული იქნება. რაც შეეხება ტუტორებს, ეს არის დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და მათი გამოცდილებით ჩვენ ეს პროგრამა გავაკეთეთ.

მესამე ეს არის საზოგადოების ჩართულობა სასკოლო პროცესებში.

_რას გულისხმობთ, ეს ეხება მშობელთა ჩართულობას?

_ჩვენ კი გვაქვს თვითმმართველობები, მაგრამ ბევრმა მშობელმა არც კი იცის, რომ მას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რაც საშუალებას აძლევს მშობელს, ასივე პროცენტით იყოს ჩართული. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად კლასის მშობლები ირჩევენ წარმომადგენლებს და მერე ირჩევნე დელეგატებს, არცერთი მათი ხმა არ უნდა იყოს დაკარგული, იქნება ეს ბიუჯეტის დამტკიცება თუ ა.შ. არცერთი მშობლის ხმა არ უნდა იყოს დაკარგული. ეს არის ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი, რომ მშობლები ჩერთონ ბავშვის სასწავლო პროცესში.

მეოთხე საკითხს რაც შეეხება და რაც ასევე ჩემი მინისტრობის დროს ვერ მოვასწარი, ჩამოსული ჩვენთან დიდი ბრიტანეთის ექსპერტი და რამდენიმე საკითხი გაიარა, ეს არის საგამოცდო სისტემების საკითხი. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბავშვმა ისწავლოს მხოლოდ გამოცდებისთვის, ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს ცოდნა, გამოიმუშაოს უნარები სკოლაში და განვითარდეს. სისტემა, რომელიც დღეს არის, რომელსაც ჩვენ ვცვლიდით და სანიკიძემ გააჩერა, არის აგებული გამოცდაზე.

_გულისხმობთ სასკოლო გამოცდებს?

_დიახ, უნდა იყოს 8 გამოცდა, პლუს ერთი უნარებში, მაგრამ ეს უნდა იყოს ის გამოცდები, რომლითაც ბავშვი აბარებს უმაღლესში და ეს გამოცდები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სასკოლო პროგრამებით, რითაც მოვკლავთ უზარმაზარ ხარჯებს, რასაც მშობლები შვილის უმაღლესში ჩასაბარებლად ეწევიან. მხოლოდ სასკოლო პროგრამებით და იმით რასაც ბავშვი სკოლაში სწავლობს, ეს უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვმა ჩააბაროს უმაღლესში.

და ბოლო მეხუთე საკითხი, ეს ეხება მასწავლებელს, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ მივაღწევთ იმ მიზანს, რასაც ჰქვია, რომ ჩვენი შვილები იყვნენ კონკურენტუნარიანი გლობალიზაციის პირობებში სხვა ბავშვებთან. მასწავლებელი ზრდის მათ. ამ მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენი წინადადება არის ის, რომ სანამ რამეს მოსთხოვ მასწავლებელს, შენ უნდა ჩადო შენი რესურსი მასწავლებელში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრეინინგების ორგანიზება პედაგოგებისთვის. ვიღაც ჩინოვნიკმა კი არ უნდა შეაფასოს, არამედ ეს უნდა იყოს ავტომაუტრ რეჟიმში, მასწავლებელი გადის ტრეინინგს და ტრენინგის ბოლოს ფასდება ის, აგროვებს კრედიტს, რომ მისი პროფესიული განალება იყოს ამაღლებული, და უმნიშვნელოვანესია ასევე პედაგოგის სოციალური გარანტიები. მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს 1000 ლარი, ეს იყო სააკაშვილის პირდაპირი დავალება თავის დროზე, ჩვენ აქეთ მივდიოდით და ეხლა გააკეთეს ის, რომ მოკლეს 1000 ლარიანი მასწავლებლის პროგრამა. დღეს განათლების სამინისტროში სპეციალისტის საშუალო ხელფასი არის 950 ლარი, როცა პედაგოგი იღებს ამაზე ორჯერ ნაკლებს და შანსიც არ აქვს, რომ უახლოეს მომვალში მიიღოს სპეციალისტის დონის ხელფასი. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს სასერტიფიკაციო პროცესზე მიბმული, მაგრამ აქ დგას მეორე პრობლემაც, ჩვენი პედაგოგების საშუალო ასაკი არის დაახლოებით 57-60 წელი, ყველა ვბერდებით და ახალი ხალხი გვჭირდება. ბევრი პედაგოგი ვერ მიდის პენსიზე, რადგან ვერ გაძლებს იმ პენსიით, რომელიც დღეს მას აქვს.

_თქვენ რას სთავაზობთ?

_ჩვენი წინადადება არის ის, რომ პედაგოგი, რომელიც პენსიაზე გადის, მისი პენსია იყო 70-80% მისი ბოლო ხელფასის, რაც მას მისცემს საშუალებას, თამამად გავიდეს პენსიაზე. ესეც დავთვალეთ და ბიუჯეტი იძლევა ამის საშუალებას. ამავდროულად ჩვენ ვთავაზობთ, პედაგოგებისთვის სოციალურ გარანტიებს, ის რაც მოქმედებს იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 23 წლის ასაკში, როცა მოდის ბაკალავრიატ დამთავრებული სკოლაში სამუშაოდ, მას ჰქონდეს თავისი საკუთარი ბინა, 50 კვადრატული მეტრის, იქნება ეს რაიონებში თუ თბილისში.

_რა გზებით უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ ამდენი ახალგაზრდა პედაგოგისთვის ბინის მიცემა?

_ძალიან მარტივად, იპოთეკური სესხებით, რომლის დაბალ მაჩვენებლსაც არეგულირებს სახელმწიფო. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ახლაგაზრდებისთვის, რომელმაც იცის, რომ 43 წლის ასაკში საკუთარი ბინა ექნება, რაც არ უნდა მოხდეს, თუკი 20 წელი იმუშავებს სკოლაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42