,,გიორგი კანდელაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი" - მაესტრო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:02, 02 Feb, 2015     2179

ტელეკომოანია "მაესტრო" მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ მედიაში მიმდინარე პროცესებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის- ამის შესახებ ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც "მაესტრო" "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის გამოსვლას შეეხო, რომელიც დეპუტატს ევროსაბჭოში 29 იანვარს ჰქონდა

"ტელეკომპანია „მაესტრო“ ეხმაურება ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის, გამოსვლას ევროსაბჭოში 29 იანვარს. საუბარია მედიის თავისუფლების შესახებ დებატების იმ ნაწილზე, სადაც კანდელაკმა განაცხადა, რომ გასული წლის 22 დეკემბერს „მაესტრო“ თანამშრომელთა ნაწილმა იმ მოტივით დატოვა, თითქოს „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობაში რეგულარულად ერეოდა მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი. ტელეკომპანია „ მაესტრო“ აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ მედიაში მიმდინარე პროცესებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის. ტელეკომპანია „მაესტრო“ მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში ითანამშრომლოს ევროსაბჭოსთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიაწოდოს მათ ზუსტი ინფორმაცია მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ტელეკომპანია „მაესტრო“ იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო დასკვნებს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არ გამოიტანს. მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გამოსვლას „მაესტროს“ საინფორმაციო მიმართულების უკვე ყოფილი ხელმძღვანელიც გაემიჯნა",-ნათქვამია "მაესტროს" განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42