შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა ვის მიმართაც ბრალი გამოიკვეთება დაისჯება.
როგორც გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში გომელაურმა აღნიშნა, კონკრეტულ პირებს ბრალს პროკურატურა უყენებს და ეჭვის დონეზე სამინისტროდან ადამიანების გათავისუფლება სწორი არ იქნება.
„იური ვაზაგაშვილმა დაასახელა რამდენიმე პირი და კატეგორიულად ითხოვდა მათ სამსახურიდან გათავისუფლებას. მათ გვარებს აღარ გავიმეორებ ყველამ იცის. მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება, დანარჩენების შემთხევაში კი თუ პროკურატურა გამოკვეთს, რომ ისინი არიან დამნაშავეები ყველა დაისჯება. თუ ადამიანს ბრალი არ მიუძღვის და ვიღაცამ ბატონ იურის არასწორი ინფორმაცია მიაწოდა რომ ესა თუ ის პიროვნება სპეცოპერაციის დროს იქ იმყოფებოდა ყველას ვერ დავსჯი, მაგრამ ის ადამიანი ვინც დანაშაული ჩაიდინა, დანაშაული დაფარა და პროკურატურა დაუმტკიცებს ამ დანაშაულს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის და სად მუშაობს დაისჯება. ჩვენ შვილები გვეზრდება და დამნაშავეებს ხელი არ უნდა დავაფაროთ“-აცხადებს გომელაური.
მასალის გამოყენების პირობები






