ომბუდსმენი პარლამენტს რამდენიმე წინადადებით მიმართავს
პოლიტიკა - 12:11, 02 Feb, 2015     1332

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ინიცირებული კანონის პროექტით კოდექსს ემატება 2391 მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს „მოწოდებას შუღლის გაღვივების მიზნით“.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სიძულვილით მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება და არ დაუსჯია კონკრეტული პირები. სახალხო დამცველისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილით მოტივირებული სხვა შემთხვევების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიება. აღნიშნული, წლების განმავლობაში, წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების სახელმწიფო რეგულაციის გზით შეზღუდვას ირჩევს, აუცილებელია აღნიშნულთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინება. მსგავსი რეგულაცია, ჩვენს რეალობაში, სადაც უმცირესობები და მათი მხარდამჭერი აქტივისტები ხშირად ხდებიან ვერბალური თავდასხმის მსხვერპლნი, ისევ მათთვის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის დაწესების დიდ საფრთხედ არ უნდა იქცეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აზრით, კანონის პროექტით შემოთავაზებული ნორმის ფორმულირება დიდი საფრთხის შემცველია. ნორმის მოცემული რედაქცია შეუთავსებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და პრაქტიკასთან.

კერძოდ, ნორმის ტექსტი („მტრობა და განხეთქილების ჩამოგდება“) საკმაოდ ზოგადია და არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რაც ქმნის მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის და პრაქტიკაში არასწორად გამოყენების საფრთხეს. ნორმა არ ითვალისწინებს იმ ობიექტურ და რეალურ კრიტერიუმებს, რომლითაც აღნიშნული მიზანი შეიძლება გაიზომოს. კერძოდ, ნორმის მოცემული ფორმულირებით, არ არის სავალდებულო, რომ მოწოდებისას არსებობდეს კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე. შესაბამისად, ნორმის მოცემული რედაქციით კრიმინალიზებულია უბრალოდ მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით.

მოწოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება მოექცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სფეროში, თუკი ის ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. თავისთავად, მოწოდება რომელიც არ ქმნის მსგავსი ტიპის საფრთხეს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის ცალკეული ჯგუფებისთვის თუ მთელი საზოგადოებისთვის, არის სიტყვის თავისუფლებით დაცული სფერო.

ამასთან, ნორმა არეგულირებს შუღლის გაღვივების მიზნით ისეთ მოწოდებას, რომელიც „პირთა ჯგუფებს შორის“ მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდებას ისახავს მიზნად. სახალხო დამცველის აზრით, წარმოდგენილი დეფინიცია არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და საერთაშორისო პრაქტიკას. შესაბამისად, აუცილებელია მუხლის ფორმულირებაში ნაცვლად სიტყვისა „შორის“, ჩაიწეროს სიტყვა „წინააღმდეგ/მიმართ“, რაც უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დაწესების წინაპირობაა და ამცირებს მუხლის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და მისი არასწორად გამოყენების რისკებს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სახალხო დამცველი ამახვილებს ყურადღებას, კანონის პროექტის 2391 მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სავარაუდო სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალია. აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ობიექტები სწორედ აღნიშნული ჯგუფებია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მუხლის ფორმულირებას, კერძოდ 2391 მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სავარაუდო სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალს, უნდა დაემატოს სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, რაც აღნიშნულ ჯგუფებს მიანიჭებს უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უფრო მყარ გარანტიებს, ვიდრე ამას ითვალისწინებს ნორმის შემოთავაზებული რედაქცია.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გამოსწორდეს კანონის პროექტის ხარვეზები მისი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და გამოთქვამს სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42