„ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპოზიციისა და არც პოზიციის ხელში, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. პატრულის კამერა მოქალაქეთა საუბარს იღებს პრევენციის მიზნით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში , მოქალაქეს ჩანაწერი აჩვენონ. გენერალური ინსპექცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა ჩანაწერი „ნაცმოძრაობის“ ხელში , უწყებიდან ვინ გაიტანა ჩანაწერი.“- აცხადებს გომელაური.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უარყოფს ფაქტს რომ ეკა ყურშიტაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს პატრულის თანამდებობა შეეწირა.
„ასეთი რამ არ მომხდარა, პარალელი მინდა გავავლო ბორჯომის თემასთან, ეს ფაქტი მოხდა დაახლოებით წელწად-ნახევრის წინათ და „ნაციონალებმა“ დაასახელეს, თითქოს ფირზე იყო ანტი-ტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი. ეს იყო ტყუილი , არის მისი მოსახელე და მოგვარე ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც სტრატეგიული მილსადენის დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოის უფროსის მოადგილეა, წლებია, რაც იქ მუშაობს. ის ბორჯომიდან მოდიოდა, დაურეკეს, რომ ბავშვმა ფეხი მოიტეხა, თვითონ ნასვამი იყო, საჭესთან ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დასვა, ამ ახალგაზრდას არ ქონდა მართვის მოწმობა, გააჩერა პატრულმა და მართვის მოწმობის არქონის გამო უწერდა ჯარიმას. რაც იქ მოხდა, მერე იმაზე პატრულმა სწორი რეაგირება გაააკეთა და წაიყვანეს განყოფილებაში. დაუწერეს ჯარიმა და გამოუშვეს. ახლა ნახეთ რა ინტერპრეტაცია მისცეს ამას „ნაციონალებმა“, თითქოს პატრული გაათავისუფლეს იმის გამო სამსახურიდან, რომ ზურაბ ბერიკაშვილს ჯარიმა გამოუწერაზ. ის დააკავა ორმა თანამშრომელმა, აქედან ერთ-ერთი მალევე დაწინაურდა, ხოლო მეორემ მომხდარიდან წელწად ნახევარის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური. სად არის ლოგიკა, თუ ერთს უშვებენ, მეორეს რატომ აწინაურებენ? და არც იმ ქალბატონის გამო არ გაუთავისუფლებიათ პატრული სამსახურიდან.“- აცხადებს გომელაური.
გომელაურის განცხადებით საპატრულო დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რა დასკვნას დადებს გენერალური ინსპექცია.
წყარო "კვირის ქრონიკა"
მასალის გამოყენების პირობები






