,,ბატონო იუსტიციის მინისტრო, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, გულით მინდა ორიოდ რჩევა მოგცეთ, რადგან ეს საკითხი ჩემს ქვეყანას ეხება.
თუ უკრაინის მთავრობა თქვენთან შესახვედრად მზადყოფნას ვერ აცხადებს, გაითვალისწინეთ შემდეგი;
1) ნუ გაკიცხავთ საკუთარ ქვეყანაში განხორციელებულ იმ წარმატებულ პროექტებს, რამაც სახელი მოუტანა ჩვენს სამშობლოს და რის განხორციელებასაც გვთხოვს ახლა ეს მოკავშირე ქვეყანა და ხალხი;
2) ნუ გააკრიტიკებთ პარტნიორი კოლეგების საკადრო გადაწყვეტილებებს - ეს მეტად მძიმე ტონია და ნუ დაემუქრებით მათ "მომავალი ურთიერთობის დაზიანებით";
3) როდესაც მოკავშირე ქვეყნის მინისტრის მოადგილე სტუმრობს ქვეყანას, მას უნდა დახვდეთ თქვენ როგორც თანაბარი რანგისა და სფეროს წარმომადგენელი - ამას სპეციალური სამსახური მოგიგვარებთ. (და მე -არასამთავრობოს წარმომადგენელს არ უნდა მიწევდეს განხორციელებული რეფორმების პრეზენტირება, თუმცა ეს ჩემთვის ცხადია დიდი პატივია)...“- წერს მუხრან ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






