როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს თითოეულ მათგანს როტაციის ვადა ამოეწურა და კანონის თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს მათი გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით უკვე მიმართა.
ამ პროცესს კი წინ უძღვოდა კონსულტაციები თავად ელჩებთან და როგორც სამინისტროში აცხადებენ ორივე მათგანმა სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ მიქელაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მექსიკაში 2010 წლის დეკემბერში დაინიშნა. კონსტანტინე ქავთარაძე კი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფუნქციას 2011 წლის ივნისიდან დღემდე ახორციელებს.
დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობის წარდგინებას ელჩების გათავისუფლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
ჯერჯერობით უცნობია ვის წარადგენენ ელჩად საქართველოდან ქავთარაძისა და მიქალაძის ნაცვლად.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






