ვინმეს უკვირს ახალაიების მიმართ საზოგადოების პროტესტი? - მერაბ ქვარაია
პოლიტიკა - 19:04, 31 Jan, 2015     2631

დღეს ზუგდიდის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა და მოქალაქეთა ნაწილმა აქციაზე ზუგდიდში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია გააპროტესტა. ახალაიას მხარდამჭერთა განცხადებით, აქციაზე ხალხის მოყვანა მოტყუებით მოხდა და რაიონებიდან მოსახლეობა პრემიერთან შეხვედრის საბაბით ჩამოიყვანეს .

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას დაუკავშირდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, შეუძლებელია ამდენი ადამიანი აქციაზე მოტყუებით მიიყვანო. ქვარაიას თქმით, გაკვირვებას არ უნდა იწვევსდეს ის, რომ ამ ადამიანებს ახალაიების მიმართ პროტესტის გრძნობა გააჩნიათ:

„აბსოლუტური სისულელეა ის , რომ დღეს ადამიანი ისე მივიდეს აქციაზე, რომ არ იცოდეს, სად მიდის , რისთვის მიდის და რას აპროტესტებს. ან ვინმეს უკვირს საზოგადოების მხრიდან პროტესტი ახალაიების და იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც 9 წლის განმავლობაში ატერორებდა სამეგრელოს მოსახლეობას? დღევანდელი აქცია იყო იმ სისხლიანი ხელისუფლების მმართველობის შედეგი, ადამიანებმა გააპროტესტეს ფარსი- წიგნის პრეზენტაცია, რომლის მიღმაც მუდმივად არის ინტერესი პოლიტიკური გაცოცხლებისა. შესაბამისად საზოგადოებამ ამასთან მიმართებაში გამოხატა თავისი პროტესტი.“- აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ აქციის ორგანიზატორებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, ასევე მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენელია, აქციაზე ის მისული იყო, როგორც იმ საზოგადოების წევრი, რომელსაც ახალაიების და ნაციონალური მიმართ პროტესტის გრძნობა გააჩნია:

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს ორგანიზებული იყო „საზოგადოებრივი დარბაზის“ მიერ. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ამ აქციაზე, მათ შორის ვიყავი მეც, მიუხედავად იმისა, რომ ვარ საჯარო მოხელე ვთვლი , რომ უპირველეს ყოვლისა ვარ საზოგადოების წევრი და ვალდებულად ვთვლიდი თავს ვყოფილიყავი იქ, სადაც ეს ადამიანები გამოთქვამდნენ პროტესტს. რაც ყველაზე მთავარია პროტესტი იყო მშვიდობიანი, მიუხედავად იმისა რომ მაღალი იყო ტემპერატურა და მაღალი იყო უკმაყოფილება ახალაიების კლანის და ნაციონალური მოძრაობის ოდიოზური ფიგურების მიმართ. საბოლოო ჯამში აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ აქციაზე სერიოზული დაპირისპირება არ მომხდარიყო.“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42