„პატრიოტთა ალიანსის“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიერ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის ძეგლიდან რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძრნენ.
აქციის მთავარი ლოზუნგი ხელისუფლებისთვის სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაა. აქციის ერთერთი ორგანიზატორის ირმა ინაშვილის თქმით იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გეგმავენ.
აქციაში რამდენიმე ოპოზციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სხვა პირები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეეებმა კოჰაბიტაციის დასრულება და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვეს.
მსვლელობის გამო ამ მომენტისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.



მასალის გამოყენების პირობები






