ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციის გასაპროტესტებლად მოსახლეობა მოტყუებით მიიყვანეს
პოლიტიკა - 15:54, 31 Jan, 2015     3255
დღეს ზუგდიდის ცენტრში, იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე სკვერში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქცია გამართა, აქციის ძირითადი ორგანიზატორები და წამყვანები იყვნენ ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია, ზუგდიდის საკრებულოის თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და მერიისა და გუბერნიის საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის ხელისუფლებამ აქციაზე ხალხის მოსაყვანად რაიონის გამგებლებს დაავალა თითო რაიონიდან 10 მიკროავტობუსით ჩამოეყვანათ მოსახლეობა, თავად მოსახლეობას კი მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ისინი ზუგდიდში პრემიერთან შესახვედრად მიჰყავდათ.

სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოსულმა ადამიანებმა ადგილზე გაარკვიეს რომ აქცია არა პრემიერის დასახვედრად, არამედ ბაჩო ახალაიას წიგნის „სოხუმი-ჩემი იერუსალიმის“ პრეზენტაციის გასაპროტესტებლად იმართებოდა. ამის შემდეგ მათმა უმეტესმა ნაწილმა აქცია დატოვა.

აქციის ორგანიზატორებმა სცადეს აქციაზე დარჩენილი მცირერიცხოვანი ჯგუფის იმ შენობასთან გადაყვანა, სადაც წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ და აღნიშნა, რომ ამ აქციით ადგილობრივი ხელისუფლება და „ოცნება“ არა ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციას, არამედ სოხუმის დაბრუნებას ეწინააღმდეგება.

გავრცელებული ინფორმაციით ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციას 700-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის არის აფხაზეთიდან გადმოსული რამდენიმე ოჯახიც.

შენობასთან სადაც პრეზენტაცია იმართება, მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავებიც.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42