2015 წლის 30 იანვარს სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი კერძოდ, გააუქმა ამ საქმესთან დაკავშირებული საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საკრებულოს დაავალა ფრაქციის რეგისტრაცია და სასამართლო ბაჟის გადახდა დააკისრა.
საკრებულოს აღნიშნული წევრების აზრით, სასამართლომ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე თელავის საკრებულოში არც ერთი ფრაქცია არ არსებობდა რაც ყოვლად დაუშვებლად და არადემოკრატიულად აღიქმება საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. როგორც ჩანს, ადგილობრივ თვითმმართველობას არ აწყობს საკრებულოში ძლიერი ოპოზიციური ფრაქცია და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ასეთი ფრაქცია არ არსებობდეს, რითიც არღვევს საკრებულოს წევრების უფლებებს და ზოგადად, დემოკრატიის პრინციპებს. საკრებულოს ოპოზიციის წევრები დარწმნულებულნი არიან, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თელავის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამით კიდევ ერთხელ შეირცხვენს თავს ხელისუფლება და წარმოაჩენს რომ თვითმმართველობებში არადემოკრატიული ნაბიჯებით უკანონო პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს ოპოზიციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






