„თავიდნ ბოლომდე ამ დანაშაულებრივ პროცესს ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სუსის მაღალჩინოსანი დაჩი ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ მთავარი სამმართველოს უფროსი, მის დირექტივებს უშუალოდ უკვე საკრებულოს შენობაში ასრულებდა არჩილ ბებიაშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე. სახეზეა უმძიმესი დანაშაული, რომელშიც როგორც მერიის მაღალჩინოსები ასევე შსს-ს მაღალჩინოსნები არიან გარეული, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ პროკურატურამ ვერ დახუჭოს თვალი და მიეცეს შესაბამისი რეაგირება“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულოში თანამშრომელთა საკონკურსო გასაუბრებაზე ინცინდენტი მოხდა. საკონკურსო-საასტეტაციო კომიიის წევრებმა ერთ-ერთი კონკურსანტს კახა ბუსკივაძეს ფარული კამერა აღმოუჩინეს. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა ბუსკივაძეს და გეგი ნიჟარაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






