,,ოკუპანტის მსახურება და პოლიტიკური უმეცრება“ - ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ
პოლიტიკა - 00:17, 31 Jan, 2015     3197
,,ილია ჭავჭავაძის“ საზოგადოების თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე ექსპრემიერის და საზოგადოება ,,მოქალაქის“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებს.

,,ივანიშვილის ინტერვიუ მიუხედავად დემოკრატიულ ფასეულობებსა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე აპელირებისა, სწორედ ამ თვალსაზრისით შეიცავდა არა ერთ სრულიად მიუღებელ და აღმაშფოთებელ განცხადებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია პასაჟი მისთვის არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი სამი კონკრეტული პიროვნების მიმართ წარმოებული კვლევის და მათ მიმართ არსებული კითხვების შესახებ. სხვათა შორის, ივანიშვილმა მსგავსი მოკვლევის ჩატარების შესახებ ადრეც გვამცნო სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლების ( იმჯერად ე.ხოშტარიასა და სხვების) მიმართ, რომელთაც აგრეთვე თავიანთი გამონათქვამებით გამოუწვევიათ მისი გულისწყრომა ."შეკითხვების არსებობა "და "კვლევა "აშკარად სამართლებრივ დევნაზე ძალიან გამჭვირვალე მითითება და მუქარაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებისადმი ამა-თუ იმ საკითხზე კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ეს არასამთავროები ივანიშვილის მუქარის საგნად იქცნენ, მაშინ, როდესაც მასში არამცთუ კვლევისა და გამოძიების მუზას არ აღვიძებს, მის უკმაყოფილებასაც კი არ იწვევს აშკარად პრორუსული, უფრო ზუსტად პუტინისტური ორგანიზაციების აშკარად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ოკუპანტის სასარგებლოდ.

უფრო ოკუპანტის ინტერესების შეგნებული მსახურების და არა იმდენად პოლიტიკური უმეცრების ( თუმცა, შესაძლოა, ორივესი ერთად) გამოხატულებაა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართველები არ უნდა იბრძოდნენ უკრაინაში და ეს მოვლენა თურმე ნაციონალების მოწოდების შედეგია და საერთოდ უკრაინის მოვლენები კონკრეტულად მაინცდამაინც საქართველოს სულაც არ ეხება, არამედ ეხება მხოლოდ ზოგადად, როგორც მსოფლიოს ნაწილს და სულაც არა ამაზე მეტად! მაგალითად ისე, როგორც რუსების მიერ ოკეანიაში მოჩხრეკილ ვანუატუს, თითქოს საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი იგივე აგრესორის მიერ არ იყოს ოკუპირებული, ხოლო დანარჩენი ტერიტორიები კი თავის რიგს არ უცდიდეს და ეს რიგი სწორედ ამ ომის მსვლელობაზე არ იყოს პირდაპირ დამოკიდებული! არა მგონია, ეს უმარტივესი ჭეშმარიტება ვინმეს გულწრფელად არ ესმოდეს, ან არ იცოდეს, როგორ წირავდნენ უკრაინელები თავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის და რომ ეს ერთიანი ომია საერთო მტერთან და ის ქართველები, რომლებიც იქ თავს წირავენ, ამას მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო თანაგრძნობის გამო არ აკეთებენ ( თუმცა ესეც უაღრესად საპატივცემულო იქნებოდა და არა დასაგმობი!) და მით უფრო არ აკეთებენ ამას ნაციონალების მოწოდების გამო, არამედ უპირველეს ყოვლისა თავიანთივე ქვეყნისთვის.

რაც შეეხება კულუარულ მმართველობას, ეს ალასანიას მოჩვენება ყოფილა, საზოგადოების ივანიშვილის მიმართ არსებული ჭარბი ნდობით გამოწვეული. თუმცა ღარიბაშვილზე, რომელსაც, როგორც მან თავად განაცხადა "დაუტოვა თანამდებობა" ( ეს თანამდებობის დატოვება, ხომ თავისთავად დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს თვალსაზრისით დიდად საინტერესო მოვლენაა!), ადრე ისიც წამოცდა, რომ მას, მარგველაშვილისგან განსხვავებით "ორჯერ გამეორება არ ჭირდება". ახალი ინტერვიუდან კი ვგებულობთ, რომ ზოგჯერ მთავრობას არამცთუ ორჯერ გამეორება, საერთოდ თქმაც არ ჭირდება, ისე იცნობს მილიარდერის აზრებსა და სურვილებს და ასრულებს მათ.

"საზოგადოების ჭარბი ნდობით აღჭურვილი მოქალაქისგან "ამავე საზოგადოებამ აგრეთვე შეიტყო, რომ ყველა პრობლემა ნაციონალების და მათი სიცრუის მანქანის - ტელეკომპანია "რუსთავი 2"_ის მოგონილია.

ლარის კურსის გაუფასურებაც კი მხოლოდ კარგია და სულაც არ აწვება ტვირთად ხალხს და თუ მაინცდამაინც დაზარალდნენ, მათივე ბრალია, რადგანაც ბირჟაზე ვალუტის კურსებით მოთამაშის უნარი არ აღმოაჩნდათ ან ბანკირი არ დაიქირავეს! ხოლო რათა საზოგადოება მომავალში სწორად გაერკვეს მოვლენებში და აღარ გაუჭირდეს მთავრობისთვის სასარგებლო ანალიზის გაკეთება, ივანიშვილი ტელეპროექტს ამზადებს და კიდევ ორასსერიან მხატვრულ ფილმსაც კი! ასე რომ, მოქალაქის ინტერვიუ ჩვეულებისამებრ და ჩვეულებრივზე მეტადაც კი, არ განიცდიდა ტრაგიკომიკური პასაჟების და შემეცნებით-გასართობი ხასიათის ნაკლებობას. შემეცნება და გართობა კი კარგია, მაგრამ ზემოთმოყვანილი დებულებებით მართული საზოგადოება და ქვეყანა რომ კარგ დღეში ვერ იქნება, ესეც აშკარაა“ - წერს თამარ ჩხეიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42