ცხოველთა თავშესაფარში უამრავი ისტორია ვითარდება, სასიხარულო- როდესაც დაკარგულ ოთხფეხა მეგობარს პატრონი თავშესაფარში აღმოაჩენს და ორივე ძაღლიც და პატრონიც თავშესაფრის ტერიტორიას მადლიერების გრძნობით სავსენი ტოვებენ. სევდიანი- როდესაც თანამშრომლების მოწადინებისა და სოციალურ ქსელში უამრავი ფოტოს გავრცელების მიუხედავად მეგობრები ერთმანეთს ვეღარ პოულობენ... ზოგჯერ კი ძალიან ტრაგიკულიც, ისეთი როგორიც "მაიას" ისტორიაა.
"მაიას" ისტორია თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარის ფეისბუქგვერდზე არის მოთხრობილი:
"მოკვდა ,,მაია''!!!
ხომ გახსოვთ, ,,მაია'', 2 წლამდე ლაიკა, ძუ...
ავარიის შედეგად უკანა კიდურები და კუდუსუნის ძვალი ჰქონდა დამსხვრეული...
მისი ამბით, ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული...
ბევრი გვწერდა– ,,დაწვრილებით მომწერეთ, მე ვარ მისი ნამდვილი პატრონიო''...
ყოველ დღე ველოდებოდი ,,მაიასთან'' მნახველების მოსვლას, არ გამომაპაროთ, ვაფრთხილებდი თანამშრომლებს...
ორი კვირა იყო ,,მაია'' ჩვენს კლინიკაში, არავინ მოსულა მის სანახავად...
არადა, ,,მაიას'' თვალები კარებისკენ ჰქონდა მიპყრობილი, ყველა შემსვლელს ათვალიერებდა, მაგრამ მისი პატრონის მზერა ვერ ამოიცნო ვერავიში...
ტრავმის შედეგად ღვიძლის, შარდის ბუშტის და თირკმლის დისფუნქცია განუვითარდა, რაც აისახა ჰემორაგიაში(სისხლდენა). საბოლოოდ კი, ეს გახდა ,,მაის'' სიკვდილის მიზეზი...
მოკვდა ,,მაია''!!!"
მასალის გამოყენების პირობები






