ევროპის უსაფრთხოებისათვის 2014 წელი შავი წელი იყო - იენს სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 19:05, 30 Jan, 2015     1438

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც დღეს ჟურნალისტებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააცნო.

დოკუმენტში ცალკე თავი ნატოს ღია კარის პოლიტიკას ეძღვნება, სადაც უელსის სამიტის მიღწევებზე და საქართველოზე, როგორც ნატოს წევრობის მსურველ ქვეყანაზე არის საუბარი.

„საქართველო ღირებული პარტნიორია. მომავალ კვირას გავმართავთ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან ერთად. ეს არის ნატოსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულება. დავიწყეთ არსებითი პაკეტის განხორციელება, რომელიც ეხება თავდაცვის შესაძლებლობების შექმნას და საქართველოს დახმარებას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმირებაში. ვქმნით საწვრთნელ ცენტრს, სადაც ნატოს ინსტრუქტორები ქართველ ოფიცრებთან, სამხედრო პერსონალთან ერთად იმუშავებენ. მათ ჩაუტარდებათ ინსტრუქციები და წვრთნა,” - აცხადებს ნატოს გენმდივანი.

ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელ ბრიფინგზე იყო უკრაინა და რუსეთი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც შეაფასა და თქვა, რომ პირადად ის მიესალმება ამ სანქციებს.

„მხარს ვუჭერთ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. მან უნდა იცოდეს, რომ შედეგი მოჰყვება, როდესაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს და ახდენს სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას.

ეკონომიკური კრიზისის, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, რუსეთმა გაზარდა თავდაცვითი ხარჯები და ეს საკითხი მათთვის კვლავაც პრიორიტეტულია. ვნახეთ, რომ განავითარეს სამხედრო შესაძლებლობებიც და შეიძლიათ სწრაფად ჩაატარონ წვრთნა, მოახდინონ ათასობით ჯარისკაცის მობილიზება ძალიან მოკლე ვადაში. ვნახეთ ისიც, რომ აქვს სურვილი, ძალა გამოიყენოს. როგორც ეს გააკეთა საქართველოში, მოლდოვასა და ახლა უკვე უკრაინაში.

ნატომ გადაწყვიტა რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შეწყვეტა. მაგრამ პოლიტიკური დიალოგისთვის არხები ღიაა.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42