საქართველო გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი- ალექსანდერ ვერშბოუ
პოლიტიკა - 18:25, 30 Jan, 2015     1996
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა, რის წინაშეც რეგიონი და მთლიანად ევროპა დგას:

"ქართველმა ხალხმა გააკეთა ევრო-ატლანტიკური არჩევანი - ეს მისი არჩევანია და არავის არ აქვს ჩარევის უფლება. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ჩვენი სრულფასოვანი მოკავშირე და ეს კარგად ჩანს ავღანეთის მაგალითზე. ამას გარდა, საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ სვლას, რეფორმების განხორციელებას, იუსტიციისა და სასამართლო სისტემის გამოსწორებას. გასული წლიდან კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გახდის თავსებადს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს არმიებთან; ეს პაკეტი იქნება კარგი საფუძველი საქართველოსთვის, მისი მომავალი წევრობისთვის. ნატო-ს პრინციპები ნათელია და არ შეცვლილა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომელმაც უკვე აირჩია თავისი მოკავშირეები. 2008 წელს ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი მაშინ, როდესაც სრულად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და არც შეიცვლება - საქართველო გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი."- განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ

ვერშბოუმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი მხარდაჭერა:

"კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რასაც საქართველო წლების განმავლობაში აცხადებს - ქვეყანა მზად არის მშვიდობიანი გზით გადაჭრას პრობლემა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქმე უფრო რთული ხდება იმ უკანონო ხელშეკრულების გამო, რომელიც ნატო-მ უკვე დაგმო."

ვერშბიუს განცხადებით, საქართველო არის მაგალითი რეგიონისათვის და ის არის უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა, რომელიც ახორციელებს რეალურ რეფორმებს საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ.

"ეს არის ქვეყანა, რომელიც იცავს თავის სუვერენულ არჩევანს, გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი და ევროპის ნაწილი. მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს - საქართველო ამას აკეთებს, ნატო კი გააგრძელებს ამ პროცესში თქვენს დახმარებას."- არნიშნა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42