კონკურსი-გახადე შენი იდეა რეალიზებული
პოლიტიკა - 17:30, 30 Jan, 2015     1350

ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA) და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ სამედიცინო სფეროში სამეცნიერო იდეა და სურთ მისი განხორციელება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება და აბსტრაქტის შემოტანა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ნებისმიერი ლიცენზირებული უნივერსიტეტის სამედიცინო, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებისა და PhD პროგრამების, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს.

პირველ ეტაპზე სპეციალური კომისია შეარჩევს 60 ნამუშევარს, რომელთაგან საუკეთესო 20 ნაშრომის ავტორს საშუალება ექნება მოახდინოს საკუთარი ჰიპოთეზის ვერბალური პრეზენტაცია, ხოლო დანარჩენი 40 მონაწილის ნაშრომის წარდგენა მოხდება პოსტერის სახით.

შერჩეული ნამუშევრებიდან სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულებს გამოავლენს კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია „ემორის უნივერსიტეტის როლინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის“, „ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის“, „კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის“, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“, „დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტისა“ და „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებით.

I,II, და III ადგილზე გასული სტუდენტები ამერიკისა და ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებშიგაივლიან სტაჟირებას, სტაჟირების პარალელურად ადგილზე გასული კონკურსანტი კონფერენციის ორგანიზატორების მხარდაჭერით შეძლებს საკუთარი სამეცნიეროიდეის განხორციელებას, გარდა ამისა კონკურსის ყველა გამარჯვებული ეტაპობრივად “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ჰოსპიტალურ ქსელშიგაივლის 6 თვიან სტაჟირებას.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 2015 წლის 28 თებერვლამდე რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე: www.gimpha.org და აბსტრაქტის ელექტრონული ფორმით გადმოგზავნა ქართულ ან ინგლისურ ენებზე.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 599 457454, +995 32 2 55 05 05

ელ.ფოსტა: gimphageorep@gmail.com ან info@gimpha.org





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42