პრეზიდენტი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:41, 30 Jan, 2015     1563

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის საკითხები იყო. როგორც აღინიშნა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია და ცვლილებები შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს. ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

„შეხვედრისას დაისვა ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი. ბუნებრივია ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცესში იქნება ჩართული. ვფიქრობთ, საარჩევნო კანონმდებლობა არის დასახვეწი. საარჩევნო კანონმდებლობა კი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ, ერთი მხრივ, პარლამენტში უკეთ იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცვლილებები განხორციელდეს საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ისე, რომ არჩევნებამდე საზოგადოებას, საარჩევნო სუბიექტებს და განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციას, ჰქონდეს მომზადების შესაძლებლობა და ცვლილებების იმპლემენტაცია სწორად განხორციელდეს“, - განაცხადა დავით პატარაიამ.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42