"ენმ" საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების შენიშვნას იზიარებს
პოლიტიკა - 17:22, 30 Jan, 2015     1156
"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში პოლიტიკური ფიგურების დაპატუმრებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 30 დეპუტატის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციას ეხმაურება და პარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სრულად იზიარებს. დეკლარაციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა და მან ყურადღება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით გაამახვილა და განაცხადა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ უარი თქვას ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობის მეთოდის გამოყენებაზე.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებული დევნისას განსაკუთრებით წინასწარი პატიმრობის გამოყენების მეთოდზე და ამ კონტექტსში ხაზს უსვამენ გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობას.

თუ ოპოზიციის სხვა ლიდერების მიმართ უკვე არის ჩვენი აზრით უკანონო და უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები , გიგი უგულავა ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაშია და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ სწორედ ამაზე, რომ შეწყდეს უკანონო პატიმრობა. მნიშნელოვანია, რომ ამ განცხადებას ხელს აწერს უკლებლივ ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ეს იქნებიან ევროპელი ლიბერალები, სოციალისტები, ეს იქნება ევროპის სასახლო პარტია თუ სხვა მცირე ჯგუფები ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. წაგიკითხავთ განცხადებიდან რამდენიმე ციტატას, კერძოდ ისინი იხსენებენ ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, როცა 14 ყოფილ მაღალჩინოსნის 327 სასამართლო სხდომას გაუკეთა მონიტორინგი ეუთომ და განაცხადა რომ იყო უამრავი დარღვევა, ისინი ყურადღებას ამახვილებენ წინასწარ პატიმრობაზე და ითხოვენ რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის გამოყენება როგორც პოლიტიკური დევნის და დასჯის იარაღი,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42