"ორ წელიწად ნახევარია გვესმის რომ საოცარ წარმატებას მიაღწიეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში. რეალურად ამ ფსონით რუსულ ეკონომიკაზე, ქვეყნისთვის დამანგრეველი სხვა ნაბიჯებით დააზიანეს ჩვენი მოქალაქეები, შეამცირეს ჩვენი შემოსავლები, შეამცირეს დასაქმებულთა რაოდენობა. ახლა გვესმის აღიარება რომ თურმე მახეა რუსული ბაზარი
და წყვეტენ დიალოგს. ორ წელიწად ნახევარი დაგვაზიანეს ახლა ძლივს მოვისმინეთ ეს სწორი განცხადება. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიხილოთ რეალური პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც უნდა მოყვეს ამას და ივანიშვილის იზიარებს თუ არა ამ პოლიტიკას,უნდა ვნახოთ რომ შეწყდა აეროფლოტთან მოლაპარაკებები, გაჩერდა აბაშეძე-კარასინის ჩვენთვის დამაზიანებელი ფორმატი მოქმედება. სანამ ამ ნაბიჯებს არ ვიხილავთ ეს აღიარება მხოლოდ სიტყვებია, თუმცა იგი მაინც ადასტურებს როგორ მცდარ და დამანგრეველ პოლიტიკას აწარმოებდა ივანიშვილის გუნდი ამ პერიოდის განმავლობაში“- აცხადებს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






