საქმე არასწორ ინტერპრეტაციასთან გვაქვს - დანელია ბერუჩაშვილის განცხადებაზე
პოლიტიკა - 14:40, 30 Jan, 2015     1844

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს ეხმაურება, სადაც ბერუჩაშვილი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტაზე საუბრობს.

დანელიას თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელს მსგავსი არაფერი უთქვამს და საქმე არასწორ ინტერპრეტაციასთან გვაქვს.

„მედიაში გავრცელებულ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა მოკლე კომენტარი გავაკეთო. ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან.

მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას გამიჯნული გვაქვს რუსეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა.

შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში ურთიერთობები გრძელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, გლეხებისთვის.

ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრი დამატებით განმარტებებს თავად გააკეთებს“, - აცხადებს დანელია.

ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართული მხარე რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით აჩერებს. ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს „მახედ“ მიიჩნევს.

„რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით ვაჩერებთ, რადგან მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ემბარგო ისევ აამოქმედოს“, - აცხადებს ბერუჩაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42