თამარ ბერუჩაშვილი ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა
პოლიტიკა - 11:05, 30 Jan, 2015     1362

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაიკი, ესპანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა პალასიო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლები.

ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატში გაიმართა, რომელმაც თავი მოუყარა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ლატვიის თავმჯდომარეობის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თავად ეს ფორმატი მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზულ ჩართულობას, ინტერესს და მზაობას ყურადღებით დააკვირდეს და მიიღოს მონაწილეობა იმ პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევაში, რომლებიც დღეს არის ევროპის კონტინენტზე.

"დისკუსიის ძირითადი თემები ეხებოდა უკრაინის კრიზისს, რუსეთთან ურთიერთობას და ასევე საქართველოში არსებულ ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელი დესტრუქციული ქმედებების ფონზე. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზი გაესვა შეერთებული შტატების ჩართულობის გაძლიერებას რეგიონში უსაფრთხოების და განვითარების კუთხით. მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთიანი პოზიცია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება რუსეთთან ურთიერთობას, იმ ფაქტს რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დღეს ძალიან მნიშვნელობანია და ის გაგრძელდება შესაბამისი შედეგის მიღებამდე“-განაცხადა შევხედრის დასრულების შემდეგ თამარ ბერუჩაშვილმა.

როგორც თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო ევროპის უსაფრთხოება ენეგრეტიკის სფეროში. აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი. რომ ქვეყანას აქვს კარგი გამოცდილება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში პროექტების განხორციელებაში.

„საუბარი შეეხო სამხრეთის კორიდორის პროექტების თემას და ევროკავშირის და შეერთებული შტატების სერიოზულ ინტერესს. გაჟღერდა, რომ აუცილებელია ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააძლიერონ იმ ქვეყნების დახმარება, რომელთაც თავიანთი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ განაცხადეს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება, საქართველოზე, როროგრ წარმატებულ რეფორმატორ ქვეყანაზე, რომელმაც გარკვეული სირთულეების მიუხედავად ეს არჩევანი ღიად დააფიქსირა“-აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

საუბარი შეეხო რიგის სამიტსა და ამ მხრივ არსებულ მოლოდინებს. როგორც შეხვედრაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ასევე პოლონეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რიგის სამიტზე მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. აღინიშნა, რომ საჭიროა კონსენსუსი ისეთ თემებზე, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების სრულფასოვანი რატიფიკაცია და კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება, როგორ უნდა დაეხმაროს ევროპა იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები არიან.

„საუბარი იყო კონკრეტულ მხარდჭერასა და შედეგებზე, რაც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა. შეხვედრაზე გაიჟღერა გზავნილმა, რომ იმ ქვეყნებმა, რომელბმაც ხელი მაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას და აგრძელებენ რეფორმებს, უნდა მიიღონ მაქსიმალური მხარდაჭერა შეერტებული შტატებისა და ევროკავშირისგან. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა ამ მიმართულებით გამოხატა თავისი მხარდაჭერა. გაგრძელდება შეხვედრები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში და მე იმედი მაქვს რომ საქართველო მიიღებს მხარდაჭერისა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის აშშ-ს მხრიდან." - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42