ბოლო 50-60 წლის განმავლობაში მუდამ „ჰიტ-პარადების“ სათავეში მყოფი თემა, რომელსაც მრავლისმეტყველი ტერმინი „ახლო აღმოსავლეთი“ ჰქვია, რუსეთ-დასავლეთის ახალმა ესკალაციამ, უკრაინის მოვლენებმა, შოტლანდიის რეფერენდუმმა და ძალიან ყბადაღებულმა და საკამათო „Charlie Hebdo” –ს გარშემო ატეხილმა პროცესებმა თითქოსდა ჩაანაცვლა და უკანა პლანზე გადასწია. ამან თითქოსდა ჩვენც „მოგვადუნა“ და მაშინ გამოვფხიზლდით, როდესაც რაღაც ტერორისტული ორგანიზაციის მიერ თავმოჭრილი ჟურნალისტების კადრები ვიხილეთ LIVE რეჟიმში. ნელ ნელა დავინტერესდით და ჩვენ ცნობიერებაში შემოვიდა ახალი ფენომენი ... ISIS.
ამ ყველაფერში ყველაზე ირონიული ის არის, რომ ჩვენში ეს დაინტერესება მხოლოდ რაღაც „სამოყვარულო“ დონეზე გამოიხატება. ანუ ძირითადი კონტიგენტი, რომელიც ასე თუ ისე ამ საკითხის „შესწავლას“ ახდენს, არის ჩვეულებრივი მკითხველი. სამწუხაროდ არანაირად იგრძნობა ამ საკითის მიმართ დაინტერესება ჩვენი ქვეყნის ოფიციალური და სათანადო სტრუქტურებიდან. ყოველ შემთხვევაში საწინააღმდეგო რომ ვიფიქროთ ხელისუფლება ჯერ ჯერობით არანაირ საბაბს გვაძლევს. აქ ორი ვარიანტია - ან მათ ვის კომპეტენციაშიც შედის ქვეყნის უსაფრთხოება, ეს ყველაფერი უბრალოდ და ბანალურად, საერთოდ არც აინტერესებს ან უბრალოდ ვერ ხვდება რომ ეს ახალი და საკმაოდ ბუნდოვანი ფენომენი სახელწოდებით ISIS, რაღაც ტიპის სცენარის განვითარების შემთხვევაში შეიძლება „ცა ფირუზს & ხმელეთ ზურმუხტსაც“ რეალურად და საკმაოდ მტკივნეულად შეეხოს. მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები და განვაგრძოთ ის საქმიანობა რაც მხოლოდ ამ წერილის კომპეტენციაში შედის.
მაშ ასე, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ (Islamic State of Iraq and the Levant / الدّولة الإسلاميّة. ად-დაულიამ ალ-ისმაილია) - ეს არის ამ „ორგანიზაციის“ ოფიციალური დასახელება. სათაურში მოხსენიებულ „ერაყთან“ თითქოს და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა გავარკვიოთ რა არის „ლევანტი“. დამერწმუნეთ მხოლოდ ამ ტერმინის ახსნით მივხდებით თუ რა შესაძლო საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს (თუ უკვე არ დადგა) თანამედროვე და ე.წ. ცივილიზირებული სამყარო.
ლევანტი (ძვ. ფრანგ. Soleil levant მზის ამოსვლა) — ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთის საერთო სახელწოდება, რომელიც მოიცავს რამდენიმე ქვეყანას (სირია, ლიბანი, თურქეთი, იორდანია, ისრაელი, პალესტინა, ეგვიპტე), არაბები ამ ტერიტორიას ქართული ისტორიიდან ძაან ნაცნობ ტერმინს, მაშრიყს უწოდებენ. ებრაელებისთვის კი ეს მიწები შამი,ან შაამია. ალბათ ამ უკანასკნელი ტერმინის „ბრალია“, რომ აბრევიატურა ISIS უფრო დამკვიდრდა ვიდრე ISIL. ჩვენც ამ წერილში ასე მოვიხსენიოთ.
ვრცლად იხილეთ http://iveria.biz/
ავტორი გაგა გობრონიძე
მასალის გამოყენების პირობები






