პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა
პოლიტიკა - 20:07, 29 Jan, 2015     1405

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა იმ დიდი მისიის შესრულებაში, რომლის მიზანი მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებაა.

„მეორე კომპაქტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდა თაობაში ჩადებული ინვესტიცია მოგვცემს შესაძლებლობას, შევასრულოთ ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა,“–განაცხადა პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მეორე კომპაქტის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს უმნიშვნელოვანესი პროექტის წარმატებით განხორციელებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპაქტის ფარგლებში მოხდება რეგიონებსა და სოფლებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების გადამზადება და სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა. ეს ჩვენი რეგიონების განვითარებისათვის სერიოზული სტიმული იქნება და დადებითად აისახება ჩვენს მოქალაქეებზე, მათი ოჯახების კეთილდღეობაზე,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ექვსი თვის წინ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს (San Diego State University) შორის, რომელიც საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სექტემბრიდან ამერიკულ და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მზად არის დაეხმაროს საქართველოს არსებული გამოწვევების დაძლევაში, მათ შორის განათლების სისტემის განვითარების კუთხით.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაარსებიდან 10 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის ვიდეომილოცვები მოისმინეს.

აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 2013 წელს საქართველოს მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი დაუმტკიცა. საქართველო მსოფლიოს ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალშია, რომელმაც მეორედ მიიღო კომპაქტი, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42