შერჩევით სამართალთან დაკავშირებით გარკვეული კითხვებია - Human Rights Watch-ის ანგარიში
პოლიტიკა - 18:25, 29 Jan, 2015     1899

საქართველოში წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას კვლავ გარკვეული კითხვები იჩენს თავს შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ნათქვამია Human Rights Watch-ის მსოფლიოს ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებაზე, ასევე ე.წ. კაბელების საქმეზე.

„პროკურატურამ შეისწავლა ათასობით საჩივარი, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა. აღნიშნული საჩივრები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა და უკავშირდებოდა ქონების უფლების დარღვევას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და საპროცესო გარიგებების სისტემის ბოროტად გამოყენებას. აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით ათეულობით სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, ძირითადად ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების არარსებობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ საქმეზე უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა, აგრეთვე შთაბეჭდილება, რომ გამოძიების სამიზნე ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ, ოპოზიციას საფუძველს აძლევდა, ემტკიცებინა, რომ მათი აქტივისტები პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. ივლისში გამოქვეყნებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებულ ანგარიშს, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგებზე, არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი პროცედურული თუ სამართლიანი სასამართლოს ნირმების დარღვევა.

ივლისში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე საქმეზე წაუყენეს ბრალი, მათ შორის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. აგვისტოში სასამართლომ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, მშობლებისა და ბებიის ქონებას ყადაღა დაადო. სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმე შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას და კერძო ტელეკომპანიაში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. ექს-პრეზიდენტმა 2013 წლის ნოემბერში პრეზიდენტობიდან გადარჩევის შემდეგ მალევე დატოვა ქვეყანა. სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 48.2 მილიონი ლარის (დაახლოებით, 30 მილიონი აშშ დოლარის) გაფლანგვის ბრლადებით პროკურატურამ ივლისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დააკავა; სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის განცხადებით, უგულავას დაპატიმრებით დაირღვა მორატორიუმი, რომელიც აპრილში გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩაბმული.

თებერვალსა და აგვისტოში სასამართლოებმა სისხლის სამართლის სამ სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის არამიზნობრივ ხარჯვასა და მექრთამეობაზე, ქონების უფლების შელახვაზე და ძალაუფლების გადამეტებაზე განაჩენი გამოუტანეს ვანო მერაბიშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს მას.

არადეკლარირებული საბანკო ანგარიშების გამო აგვისტოში პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და მისი მეუღლე დაკითხა.

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ აქტუალური გახდა ოქტომბერში, როდესაც დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი; მათ ბრალი წაუყენეს სავარაუდოდ გაყალბებული ტენდერის საფუძველზე 4.1 მილიონი ლარის (დაახლოებით 2.31 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით. თავდაპირველად პროკურატურამ არ უზრუნველყო დაცვის მხარის ადვოკატების სრული წვდომა მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები იყო, რითაც შეილახა ეფექტიანი დაცვის განხორციელების უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წვდომა მტკიცებულებებზე. ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული“, - ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42