თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "შუღლის გაღვივების შესახებ" კანონპროექტი სიკეთეს ემსახურება.
„წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენ ერთის მხრივ, ვითვალისწინებთ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ექვემდებარება იმ საერთაშორისო გამოწვევებს რაც არის ტერორიზმი, ძალადობა, უმცირესობის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. ამ კონტექსტში, მე ვფიქრობ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა სწორედ სიკეთეს ემსახურება“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით ან მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ, რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური და სხვა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთილების ჩამოგდების მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 დან 5 წლამდე. თუ იგივე ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია, მაშინ სასჯელი 8 დან 15 წლამდე ადის. ეს ყველაფერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩაიწერა.
მასალის გამოყენების პირობები






