საქართველო ყველაფერს აკეთებს ნატოში ინტეგრაციისთვის - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 16:14, 29 Jan, 2015     1382
ნატოს გენერეალურ მდივან ალექსანდრე ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინიატრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და საქართველო ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა უაღრესად აფასებს ალიანსის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ნატო-ს ქმედით ჩართულობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში.

„მიგვაჩნია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უელსის სამიტზე მიღებული უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესრულებისკენ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმა. ვთანხმდებით, რომ პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელება დაგვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან, ალიანსში გაწევრიანებასთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ბოლო არჩევნების შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე. ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია.

„აღსანიშნავია ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ბოლო არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ მომწიფებულ დემოკრატიას და მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, განაგრძეთ ამ მიმართულებით სვლა. ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სფეროს, კანონის უზენაესობის თუ მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მოამზადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42