ბესელია - საქართველოს მიმართ ამ კონტექსტში კრიტიკული შენიშვნები არ არსებობს, რაც უდაოდ პოზიტიური ფაქტია
პოლიტიკა - 15:58, 29 Jan, 2015     1316

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ესწრება.

კომიტეტის სხდომაზე განსახილველად ადმინისტრაციული დაკავების პროცედურების საკითხია გამოტანილი.


დღესვე საპარლამენტო ასამბლეა ევროპის ქვეყნებში მედიის თავისუფლების საკითხებზე და იმ პრობლემებზე იმსჯელებს, რომელიც ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლის და მათი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე გამოძიების ჩატარებაზე უარის თქმის გამო არსებობს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის განხილვისას წარმოდგენილ ჩამონათვალში საქართველო არ ფიგურირებს.

„ჩვენი ქვეყნის მიმართ ამ კონტექსტში კრიტიკული შენიშვნები არ არსებობს, რაც უდაოდ პოზიტიური ფაქტია", - აღნიშნავს ბესელია.

დღესვე საპარლამენტო ასამბლეა ევროპის ქვეყნებში თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვაზე ანგარიშებს მოისმენს, ასევე გაკეთდება ანგარიში ეკონომიკური კრიზის ფონზე ბევრ ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებაც, რომელიც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ბავშვებს შეეხო.

საპარლამენტო ასამბლეა მუშაობას 30 იანვარს დაასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42