"ვერშბოუ დავარწმუნეთ, რომ პოლიტიკური ძალები ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს კურსი ურყევია"
პოლიტიკა - 14:17, 29 Jan, 2015     1203

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების მიმდინარეობასა და ამ პროცესში ნატოსა და მოკავშირეების ჩართულობაზე ისაუბრეს, განიხილეს ის შესაძლებლობები და ვალდებულებები, რომელიც საქართველოს ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით აქვს აღებული. ხაზი გაესვა პარლამენტის როლს აღებული ვალდებულებების წარმატებითგანხორციელების პროცესში.

„მნიშვნელოვანი სტუმარია საქართველოში ბატონი ვერშბოუ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის პირია. ჩვენი საუბარი, პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოებას შეეხებოდა. უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულების პროცესშია, საქართველო და ნატო ამ ახალ ეპოქაში გაცილებით უფრო ინტენსიურად თანამშრომლობენ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები ამ პაკეტის ფარგლებში და სასიამოვნოა, რომ დღეს მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან სრული მზადყოფნა წევრი ქვეყნების, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ამ პაკეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ნატოს ყველა წამყვანი ქვეყანა იქნება ჩართული სხვადასხვა ასპექტში“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვისას, ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, სეპარატისტული რეჟიმის ურთიერთობას რუსეთთან, მათ შორის, გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას "მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და დემოკრატიული სამყაროს როლის თაობაზე ამ პროცესის დარეგულირებაში.

„ნატოს წარმომადგენლის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობის შეფასება. აღვნიშნეთ, რომ ქართველი ერი იყო და არის უკრაინელი ხალხის და თავისუფალი უკრაინის გვერდით და გვსურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამხედრო კონფრონტაცია“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„ ვისაუბრეთ მომავალ თემებზე იმიტომ, რომ ეს თანამშრომლობა, ეს პროცესი არ არის ერთდღიანი და ერთწლიანი, ასე რომ ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და ჩვენ ყველა მხრიდან დავარწმუნეთ სტუმარი, რომ ამ საკითხში პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები ვართ სრულ ჰარმონიაში და ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს კურსს, ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, ალტერნატივა არ აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ყველასთვის, მათ შორის, მათთვის, ვისაც სურს იხილოს იზოლირებული, ცალკე დარჩენილი საქართველო“- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ალექსანდრ ვერშბოუს შეფასებით, ეს იყო სასარგებლო შეხვედრა და, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრიბა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის მოსაზრებით, ეს აერთიანებს ყველა პარტიას საქართველოში და ესაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანიც. მისივე თქმით, ყველაფერმა, რაც საქართველოში უნდა განხორციელდეს- დემოკრატიული რეფორმების, სასამართლო სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის რეფორმების კუთხით- პოლიტიკური პარტიები უნდა გააერთიანოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული სისტემის გაძლიერებისთვის ისევე, როგორც ნატოს წევრობისთვის მომზადებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42