წარმოვიდგინე, როგორ მომდის მოსაწვევი ,,მოქალაქისგან"... რა ვქნა ვიცინო თუ...? - ნინო ლომჯარია
პოლიტიკა - 14:12, 29 Jan, 2015     2800

მესამე სექტორის საქმიანობის კვლევას, არასამთავრობოები, პირდაპირ ზეწოლად აფასებენ და ამ ქმედებას, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მათ პირად ცხოვრებაში ჩარევად აფასებენ.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები არის ძალიან ცუდი პრეცენდენტი და არის ყოვლად არასწორი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე.

„რა თქმა უნდა მე ამას განვიხილავ, როგორც ზეწოლას ჩემი სააქმიანობის მიმართ. მე მიჩნდება განცდა რომ ყველაზე გავლენიანი ხელისუფლების წარმომადგენელი აკვირდება ჩემს ცხოვრებას, რაც გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის.

რა თქმა უნდა არ ვაპირებ არაფრის შეცვლას, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი პრეცენდენტი და არის ყოვლად არასწორი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე“.- განაცხადა „ სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

აღნიშნულ განცხადებამდე კი ლომჯარია აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელის პირად გვერდზეც გამოეხმაურა, - “უცებ წარმოვიდგინე, როგორ მომდის მოსაწვევი ორგანიზაცია "მოქალაქისგან" ჩემი პიროვნების კვლევის პრეზენტაციაზე . რა ვქნა, გავიცინო თუ არა?”,- წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კვლევა მზადდება. მისი თქმით, არასამთავრობოებზე საინტერესო კვლევა გამოქვეყნდება, განსაკუთრებით კი, ეკა გიგაურზე, ნინო ლომჯარიასა და კახა კოჟორიძეზე, რომლებიც ივანიშვილის თქმით, ყველაზე აქტიურები არიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42