„ნაციონალური მოძრაობა“ ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ კურსის ვარდნამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
პარტიის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მზად არის დაჯდეს დებატებში ნებისმიერთან, ვინც ამტიკიცებს რომ ლარის გაუფასურება არის პრობლემა და ეკონომიკაში არის პრობლემები.
„ივანიშვილმა ასევე განაცხადა რომ საქართველოს უნდა იყოს პატარა ქვეყანა ამბიციების გარეშე და ნელი ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ადამიანის გადმოსახედიდან, რომლის ქონება რამდენიმე მილიარდია და უზრუნველყოფილი აქვს საკუთარი შვილების და შვილიშვილების ცხოვრება , ცხადია ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ პრობლემა არის ეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩვენთვის, ვისაც გვსურს რომ ჩვენმა შვილებმა მაინც მოასწრონ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ გვეჩქარება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ამ ადამიანს ეს შეიძლება არ ეჩქარებოდეს. მე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიცური პარტიის აღმასრულებელი მდივანი ვაცხადებ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს როცა ეს ადამიანი ჩათვლის რომ ის არის მზად, დავჯდე მას პირდაპირ ეთერში და ავუხსნა რატომ არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყნისთვის პრობლემა და როგორ აზარალებს ეს საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






