„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილმა გუშინ მთელ საქართველოს დასცინა.
ბოკერიას თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით ექსპრემიერის განცხადება „სასაცილოც აღარ არის“.
„სულ გვგონია ხოლმე, რომ ამაზე მეტი სისულელე რა შეიძლება თქვას ამ კაცმა. ბიძინა ივანიშვილის თითოეულ ჯერზე გვაკვირვებს და ახალ რეკორდებს ხსნის. რას ვერჩოდით ჭიკაიძეს როცა მან თქვა რომ კრიმინალი მშვენიერ დღეშია. დღეს ამ კაცმა მთელს საქართველოს დაცინა და გვითხრა რომ ლარი არის მშვენიერ დღეში და ხალხის ბრალია რომ უჭირთ და არ იციან ფულის დაბანდება ისე კარგად, როგორც მან იცის ეს. ეს ყველაფერი სამწუხაროდ სასაცილო არ არის, რადგან ამ კაცს აქვს სრული ძალაუფლება და არის საშიში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ანგრევს ჩვენს სახელმწიფოს, ემუქრება სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირდაპირ ემუქრება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამიტომ ეს კაცი სასწრაფოდ უნდა ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას დემოკრატიული გზით“, - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






